სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.84 პროცენტული პუნქტით აისახა.

ყველაზე მეტად, 20.9 პროცენტით თევზეული გაძვირდა, ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.1 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 7.0 პროცენტით.

რაც შეეხება ჯანდაცვას, მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.0 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4 პროცენტი).