ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსი განცხადებით, საკრუიზო გემ MV Hondius-ის თითქმის ყველა მგზავრსა და ეკიპაჟის წევრს, რომლებიც ნიდერლანდებში კარანტინში იმყოფებოდნენ, უკვე შეუძლიათ საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება. ამის მიზეზია ის, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ინფექციის ახალი შემთხვევები აღარ გამოვლენილა.
გემზე მაისში ჰანტავირუსის აფეთქება დაფიქსირდა. დაავადებამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გემი არგენტინიდან კაბო-ვერდე მიემართებოდა და 10 მაისს კანარის კუნძულებამდე ს მიაღწია, რის შემდეგაც მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
18 მაისისთვის WHO-მ დაავადების 11 შემთხვევის შესახებ განაცხადა, მათ შორის 9 ლაბორატორიულად დადასტურებული და 2 სავარაუდო შემთხვევა. მოგვიანებით, 27 მაისს, ინფიცირებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.





