მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებულთა საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1958 ლარი შეადგინა.

წინა წელს ეს მონაცემი 1801 იყო.

ხელფასების სიდიდით, 19 სექტორს შორის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფერო მე-12 ადგილზეა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9 პროცენტით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:  საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5 952.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 7.9 პროცენტით);  ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 290.7 ლარი (გაიზარდა 3.1 პროცენტით); სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3 230.4 ლარი (გაიზარდა 11.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 186.0 ლარი (გაიზარდა 7.1 პროცენტით).