2026 წლის დასაწყისში მსოფლიოში ბიოფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური გარიგებების აქტივობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მიმდინარე წელს, ამ მომენტისთვის, უკვე შესრულებულია 201 ტრანზაქცია, საერთო ღირებულებით 106 მილიარდი აშშ დოლარი — ბოლო წლებთან შედარებით, ესაა დროის ასეთ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მაჩვენებელი. მონაცემებს ამერიკული B2B მედია გამოცემა www.mmm-online.com აქვეყნებს. 


წყაროს თანახმად,  ბიოფარმაცევტული შეძენისა და შერწყმის (M&A) გარიგებები 2026 წლის დასაწყისში გააქტიურდა, რაც ნიშნავს, რომ ფარმაცევტული კომპანიები და ინვესტორები აქტიურად იყენებენ ახალ შესაძლებლობებს, რათა თავიანთი პორტფელი გაზარდონ. 


ამგვარი აქტივობის მიზეზი ისაა, რომ ბევრ ფარმაცევტულ კომპანიას უწევს თავისი ძირითადი პროდუქტის პატენტის დაკარგვასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა.

გარდა ამისა,  გარიგებების საშუალებით კომპანიები ცდილობენ ახალი გენერული და ბიოლოგიური მედიკამენტების შეძენას, ტექნოლოგიური მიდგომების მხარდაჭერასა და ინოვაციური თერაპიული მიმართულებების შესწავლას.

ექსპერტების შეფასებით, თუ ეს ტენდენცია იგივე დინამიკით გაგრძელდება, 2026 წლისთვის ბიოფარმაცევტული გარიგებების საერთო ღირებულებამ შესაძლოა 250 მილიარდ აშშ დოლარსაც კი გაააჭარბოს, რაც 2019 წლის წინადეპანდემიურ რეკორდთან მიახლოებული მაჩვენებელია.