2025 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფარგლებში, სახელმწიფომ თითქმის 6 მილიონ ნახევარი ონკოლოგიური მედიკამენტი დააფინანსა. ყოველთვიურად ამ მედიკამენტების მომხმარებელთა რაოდენობა საშუალოდ 10-11 ათასია. მათგან უმეტესობა ქალია.
ინფორმაცია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.
პროგრამა ჯამში 240-მდე დასახელების მედიკამენტს აფინანსებს.
ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებით, რომლებიც მან აპრილის ბოლოს, პარლამენტში გამოსვლისას გააჟღერა, 2025 წელს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე დახარჯულმა სახელმწიფო თანხამ ჯამში 400 მილიონზე მეტი შეადგინა.
2024 წლის აპრილიდან ონკოპაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებზე წვდომა ულიმიტოდ გახდა შესაძლებელი.
მანამდე წლიური ლიმიტი 25 ათას ლარს შეადგენდა. სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს ნებისმიერ ონკოპაციენტს, მიუხედავად მათი შემოსავლისა და კერძო დაზღვევის ქონისა.





