2026 წლის 22–23 ივნისს, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, გაიმართება გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა აივ/შიდსზე (The high-level meeting of the General Assembly on HIV/AIDS), სადაც პროფესორი, თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, აკაკი აბუთიძე მოხსენებებით წარდგება და საერთაშორისო საზოგადოებას გაუზიარებს წარმატებულ გამოცდილებას აივ ინფექციის პრევენციის და მკურნალობის მიმართულებით.
„ტრადიცია გრძელდება: პროფესორ თენგიზ ცერცვაძის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს გამოცდილებას აივ ინფექცია/შიდსის სფეროში უკვე თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, აკაკი აბუთიძე წარადგენს. საქართველოს მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანა საერთაშორისო დონეზე აღიარებულია აივ ინფექციის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამების წარმატებული განხორციელებით. შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი მიღწევებით ღირსეულად წარდგეს,“ - ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.





