ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ებოლას ეპიდაფეთქება, გავრცელების ამჟამინდელი ტემპით, შესაძლოა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და მძიმე აღმოჩნდეს.
მიმდინარე ეპიდაფეთქება ოფიციალურად მაისში გამოცხადდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო, როდესაც საწყისი შემთხვევები შეცდომით მალარიად და მუცლის ტიფად იქნა დიაგნოსტირებული. ამ დროისთვის დაფიქსირებულია 4 300-ზე მეტი შემთხვევა და 2 000-ზე მეტი გარდაცვალება.გავრცელებას იწვევს ებოლას იშვიათი სახესხვაობა "ბუნდიბუგიო" (Bundibugyo), რომლის წინააღმდეგაც ამ ეტაპზე ოფიციალურად ავტორიზებული ვაქცინა ან სპეციფიკური თერაპია არ არსებობს.
მდგომარეობას ართულებს რეგიონში არსებული არასტაბილურობა, რის გამოც ჯანდაცვის სექტორი შემთხვევების მხოლოდ დაახლოებით 30%-ის იდენტიფიცირებასა და მართვას ახერხებს.პარალელურად, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლისგან (MHRA) ადამიანებზე კლინიკური გამოცდის დაწყების ნებართვა მიიღო. WHO-ს მიზანია უახლოეს სამ თვეში ვირუსის გადაცემის ჯაჭვების კონტროლი და გავრცელების შეკავება.





