აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა Medicaid-ი აღარ დააფინანსებს გენდერის ცვლილებასთან დაკავშირებულ ოპერაციებსა და ჰორმონულ თერაპიას არასრულწლოვნებისთვის.
„ჩვენ არ გადავიხდით იმისთვის, რომ ჩვენმა უდანაშაულო შვილებმა გაიარონ ეს ბარბაროსული ოპერაციები და პრაქტიკები, რომლებიც მათ ახალგაზრდა სხეულებს წარმოუდგენელ და შეუქცევად ზიანს აყენებს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ადმინისტრაციის მკაცრი პოზიციის შედეგად ათობით ამერიკულმა საავადმყოფომ უკვე შეწყვიტა ტრანსგენდერი მოზარდებისთვის მსგავსი მკურნალობის შეთავაზება.
„მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ პარტიას სურს, რომ თქვენს შვილებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი რეპროდუქციული ორგანოები მოიკვეთონ ჯერ კიდევ ხმის მიცემის უფლების ასაკამდე, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მე) და რესპუბლიკური პარტია ვამბობთ, რომ ეს აბსურდია, და ჩვენ დავიცავთ ამერიკელ ბავშვებს. გთხოვთ, გახსოვდეთ ეს, როცა ნოემბერში შუალედურ არჩევნებზე ხმას მისცემთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
1tv.ge





