GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა
საერთაშორისო
ფარმაცევტულმა კომპანიამ GM
PHARMA-მ 27-წლიანი ისტორიის ახალ
ეტაპზე განახლებული
ბრენდული იდენტობა
წარადგინა. განახლებული
ბრენდული იდენტობის
მთავარი სიმბოლო დნმ-ია,
კომპანიისთვის სიცოცხლის,
პროგრესის, უწყვეტი
განვითარების, სამეცნიერო
სრულყოფისა და
ინოვაციების ერთიანობის
გამოხატულებაა. სწორედ ეს
პრინციპები განსაზღვრავს GM
PHARMA-ს საქმიანობასა და
მომავალ
ხედვას.კომპანიაში
აცხადებენ, რომ
განახლებული ვიზუალური
იდენტობა მხოლოდ ლოგოს
ცვლილება არ არის. ახალი
ვიზუალური იდენტობა
ასახავს იმ გზას, რომელიც GM
PHARMA-მ დაარსებიდან დღემდე
გაიარა თანამედროვე
საწარმოო ტექნოლოგიების
დანერგვა, საერთაშორისო
სტანდარტების დაცვა,
კვლევასა და
განვითარებაზე
ორიენტირებული საქმიანობა
და ისეთი ხარისხის შექმნა,
რომელსაც საქართველოში და
საერთაშორისო ბაზრებზე
მილიონობით მომხმარებელი
და ჯანდაცვის
პროფესიონალები
ენდობიან.დღეს GM PHARMA
რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე
მრავალფეროვან
ფარმაცევტულ პორტფელს
ფლობს, რომელიც 130-ზე მეტ
ბრენდსა და 220-ზე მეტ
გამოშვების ფორმას,
რომელიც მოიცავს ძირითად
თერაპიულ მიმართულებებსა
და საკვები დანამატების
ფართო ასორტიმენტს.2017
წლიდან კომპანია
საქართველოს ფარმაცევტული
ბაზრის ლიდერია როგორც
გაყიდვების მოცულობით, ისე
ღირებულებით. GM PHARMA 100-ზე მეტ
პროდუქტს ექსპორტზე
აწვდის საერთაშორისო
ბაზრებს და
წარმომადგენლობითი
ოფისები აქვს თერთმეტ
ქვეყანაში: უზბეკეთში,
ტაჯიკეთში, ყირგიზეთში,
სომხეთში, მოლდოვაში,
აზერბაიჯანში, ყაზახეთში,
მონღოლეთში,
თურქმენისტანში,
ბელარუსსა და
უკრაინაში.ყოველწლიურად GM
PHARMA-ს მედიკამენტებითა და
საკვები დანამატებით 14
მილიონზე მეტი პაციენტი
სარგებლობს საქართველოში
და საერთაშორისო ბაზრებზე,
რაც მომხმარებლებისა და
ჯანდაცვის
პროფესიონალების მაღალ
ნდობას
ადასტურებს.კომპანიის
გრძელვადიანი სტრატეგია
საერთაშორისო მასშტაბის
კიდევ უფრო გაფართოებას
ისახავს მიზნად. GM PHARMA
გეგმავს გააძლიეროს
თავისი პოზიციები
ევროპაში,
სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზიაში, სამხრეთ ამერიკასა
და ცენტრალურ ამერიკაში,
რაც კომპანიის გლობალური
განვითარების ახალ
შესაძლებლობებს
ქმნის.შეგახსენებთ, რომ
საერთაშორისო
ფარმაცევტული კომპნია GM
PHARMA-ს საწარმო თბილისში
წამყვანი ფარმაცევტული
წარმოებაა კავკასიის
რეგიონში, რომელსაც
გააჩნია მედიკამენტების
მყარი სამკურნალო
ფორმების წარმოების სრული
ტექნოლოგიური ციკლი.
კომპანია ფლობს
ფარმაცევტული
წარმოებისთვის აუცილებელ
ყველა ნაციონალურ თუ
საერთაშორისო
სერტიფიკატსა და
ნებართვას – საქართველოს
ნაციონალური GMP
სერტიფიკატი,
საერთაშორისო PIC/S GMP
სერტიფიკატი, ISO 9001:2017, ISO 17025 და
სხვა.დაფუძნების დღიდან
კომპანიის მისია და
ფასეულობები უცვლელია –
მეცნიერულ მიდგომებზე და
ინდუსტრიის საუკეთესო
პრაქტიკაზე დაყრდნობით
ხარისხისა და პროდუქტების
მუდმივი სრულყოფა და ისეთი
მედიკამენტების
წარმოება-მიწოდება,
რომელიც პაციენტების
ცხოვრების ხარისხს
გააუმჯობესებს და მათ
სიცოცხლეს
გაახანგრძლივებს. დღეს,
როდესაც ფარმაცევტული
ინდუსტრია ტექნოლოგიური
განვითარების ახალ ეტაპზე
გადადის, კომპანია
აგრძელებს ინოვაციების
დანერგვას და თანამედროვე
ჯანდაცვის განვითარებაში
აქტიურ მონაწილეობას.ჩვენ
გვჯერა, რომ განვითარება
უწყვეტია. ისევე, როგორც
სიცოცხლე.