საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში: შიდა აუდიტის და კონტროლის დეპარტამენტის კონტროლის სამმართველო - იხილეთ ბმული:

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94660... საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მართვის დეპარტამენტი - იხილეთ ბმული: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94760... სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის დეპარტამენტი. იხილეთ ბმული: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94761... ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების მართვის დეპარტამენტის მედიკამენტებისა და სამედიცინო საშუალებების მარაგების მართვის სამმართველო - იხილეთ ბმული: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94763... ანალიტიკის და სტატისტიკის დეპარტამენტი - იხილეთ ბმული: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94767... პროგრამების მხარდაჭერის და კოორდინაციის დეპარტამენტის კოორდინაციის სამმართველო - იხილეთ ბმული: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94769...

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

1. განაცხადების მიღება/გადარჩევა

2. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.კონკურსი ცხადდება ვებგვერდზე https://hr.gov.ge/, სადაც განცხადებები მხოლოდ ელექტრონული ფორმით მიიღება. ვადა - 10 სექტემბრამდე.