2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ქვეყანაში კერძო სამედიცინო დაზღვევის 765,812 მოქმედი პოლისია, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 31 ათასით გაზრდილი მაჩვენებელია.
კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს და ეს მონაცემით წინა წლის იგივე პერიოდის ანალოგიურია.
მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 375 მლნ. ლარი შეადგინა (წინა წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 341 მილიონი იყო).
ბაზრის ლიდერი 26%-იანი წილით ისევ „ჯიპიაი ჰოლდინგია“
2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 19 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობენ.
2025 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 802 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის
შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 162 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 56 მილიონი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1 727 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი 466 მილიონ ლარს.