ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სამედიცინო დაწესებულებას ირაკლი დავითაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სარჯველაძემ ახალ ხელმძღვანელს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება.
უწყების ცნობითვე, ირაკლი დავითაშვილს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას, ჯანდაცვის სამინისტროში, არაერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე აქვს ნამუშევარი.
მინისტრმა გაწეული მხარდაჭერის თანამშრომლობისა და პროდუქტიული მუშაობისთვის, მადლობა ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელ ლევან ჩაკვეტაძესაც გადაუხადა.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ირაკლი დავითაშვილი უხელმძღვანელებს

ხელოვნური ინტელექტი რეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ ახალ ანტიბიოტიკს ქმნისმკვლევარებმა განაცხადეს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გამოიგონა ორი პოტენციურად ახალი ანტიბიოტიკი, რომლებსაც შეუძლიათ წამლების მიმართ რეზისტენტული, გონორეის და MRSA ბაქტერიების განადგურება.პრეპარატები ხელოვნური ინტელექტის მიერ ატომ-ატომ იქნა შემუშავებული და ლაბორატორიულ პირობებში, ასევე ცხოველებზე ჩატარებული ტესტების დროს ანადგურებდნენ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებს. ამ ორ პრეპარატს ჯერ კიდევ სჭირდება წლების განმავლობაში განვითარება და კლინიკური კვლევები, სანამ მათი გამოყენება გახდება შესაძლებელი. თუმცა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) გუნდი აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ანტიბიოტიკების აღმოჩენის „მეორე ოქროს ხანის“ დასაწყისი გახდეს.ანტიბიოტიკები კლავენ ბაქტერიებს, მაგრამ მკურნალობისადმი მდგრადი ინფექციები წელიწადში მილიონზე მეტ ადამიანს კლავენ. ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენების გამო, ბაქტერიები წამლების მიმართ რეზისტენტულები გახდნენ, სწორედ ამიტომ ათწლეულების განმავლობაში ახალი ანტიბიოტიკების დეფიციტი იყო.ახლა კი MIT-ის გუნდმა ანტიბიოტიკების შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ.ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ კვლევაში 36 მილიონი ნაერთი იქნა შესწავლილი, მათ შორის ისეთი, რომლებიც არ არსებობს ან ჯერ არ არის აღმოჩენილი.მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტი გაწვრთნეს ცნობილი ნაერთების ქიმიური სტრუქტურის მიწოდებით, ასევე მონაცემებით იმის შესახებ, ანელებენ თუ არა ისინი სხვადასხვა ტიპის ბაქტერიების ზრდას.შემდეგ ხელოვნური ინტელექტი სწავლობს, თუ როგორ იზიდავენ ბაქტერიები სხვადასხვა მოლეკულურ სტრუქტურებს, რომლებიც შედგება ატომებისგან, როგორიცაა ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი და აზოტი.შემდეგ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახალი ანტიბიოტიკების შესაქმნელად ორი მიდგომა გამოსცადეს.მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის, გონორეის და პოტენციურად სასიკვდილო MRSA-ს (მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი) საწინააღმდეგო ანტიბიოტიკების შესაქმნელად, რომელიც კანზე უვნებლად ბინადრობს, მაგრამ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შეიძლება სერიოზული ინფექცია გამოიწვიოს.შემდეგ მასალა ლაბორატორიაში ბაქტერიებსა და ინფიცირებულ თაგვებზე გამოსცადეს, რამაც ორი ახალი პოტენციური პრეპარატი შექმნა.„ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ ვაჩვენეთ, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელია სრულიად ახალი ანტიბიოტიკების შესაქმნელად“, - განუცხადა MIT-ის პროფესორმა ჯეიმს კოლინზმა BBC-ს.„ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია საშუალება მოგვცეს იაფად და სწრაფად ვიპოვოთ მოლეკულები, რითაც გავაფართოვოთ ჩვენი არსენალი ბაქტერიების წინააღმდეგ, რაც რეალურ უპირატესობას მოგვცემს რეზისტენტული ბაქტერიული გენების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა მან.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანებზე პრეპარატების ტესტირების ხანგრძლივი პროცესის დაწყებამდე კიდევ ერთი ან ორი წელია საჭირო.უორვიკის უნივერსიტეტის პროფესორის, ქრის დაუსონის თქმით, ეს „ფანტასტიკური“ კვლევაა და აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტი „მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც ანტიბიოტიკების აღმოჩენის ინსტრუმენტი რეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ“. თუმცა, ის ასევე ხაზს უსვამს წამლის მიმართ რეზისტენტულ ინფექციებზე მოქმედ ეკონომიკურ პრობლემას: „როგორ უნდა აწარმოოთ წამლები, რომლებსაც კომერციული ღირებულება არ აქვთ?“ როდესაც ახალი ანტიბიოტიკი შეიქმნება, მისი ეფექტურობის შესანარჩუნებლად რაც შეიძლება ნაკლები გამოყენება იქნება საჭირო, რაც ფინანსური მოგების შემზღუდველი ფაქტორია.
2025 წელს ჩატარებული ფარმაციის ბაზრის სამომხმარებლო კვლევის მიხედვით, „PSP ფარმა” ბაზრის ლიდერია. კომპანია ლიდერის პოზიციას 2013 წლიდან ინარჩუნებს და მომხმარებლისთვის #1 არჩევანს წარმოადგენს.უპირველეს ყოვლისა, PSP-ს ლიდერის პოზიცია აქვს სააფთიაქო ბაზარზე ბრენდების ცნობადობის პარამეტრით. აფთიაქის ხსენებაზე მომხმარებელი პირველ რიგში PSP-ს ასახელებს;ასევე, მომხმარებელი ენდობა და რეკომენდაციას უწევს PSP-ს. სააფთიაქო ქსელებს შორის მომხმარებლის 96%-ს PSP ახსენდება სპონტანურად. PSP ლიდერია ნაცნობი აფთიაქების ჩამოთვლისას პირველ რიგში დასახელების თვალსაზრისითაც (TOM - Top of Mind 42%).ლიდერის პოზიციას ადასტურებს სამომხმარებლო წილების განაწილებაც - PSP ლიდერია არამხოლოდ ცნობადობის, არამედ სამომხმარებლო წილების მიხედვითაც. ჯამურად,მომხმარებელთა 74% ზოგადად სარგებლობს PSP-ს მომსახურებით, ხოლო 37% არჩევანსძირითადად PSP-ზე აკეთებს.კვლევის თანახმად, მომხმარებლები აფთიაქს სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით ირჩევენ.უმეტესად მომხმარებლები ითვალისწინებენ ხელსაყრელ ადგილმდებარეობას, მისაღებ ფასებს,აქციებს და ფარმაცევტის კვალიფიციურ მომსახურებას.აფთიაქების სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარებულია კომპანია ACT Research-ის მიერ, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება და მასში 5000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.PSP 1994 წელს დაფუძნდა და საქართველოში ევროპული მედიკამენტების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. დღესდღეობით კომპანიას საქართველოში 100-ზე მეტი GMP სტანდარტის მქონე ფარმაცევტული ქარხნის პროდუქცია შემოაქვს. 2008 წლიდან PSP ერთადერთი ფარმაცევტული ქსელია კავკასიაში, რომელსაც გერმანელი ექსპერტების მიერ ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი, ISO 9001-2008 აქვს მინიჭებული. ამასთან,PSP-ს არაერთხელ აქვს წარმატებით გავლილი GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი და მოპოვებული აქვს „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.აღსანიშნავია, რომ PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალი, დასავლური სტანდარტი დაამკვიდრა.ამჟამად PSP-ს საქართველოს მასშტაბით 350-ზე მეტი ფილიალი აქვს და 5000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. PSP-ს ქსელში ხელმისაწვდომია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ფარმაციის, პარაფარმაციის, საკვები დანამატების, დედის და ბავშვის პროდუქციის, პირის ღრუს მოვლის და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტი. ფიზიკური აფთიაქების გარდა, PSP-ს გააჩნია ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ქსელში არსებული სრული ასორტიმენტის ონლაინ შეძენა და ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა შეუძლია.
ფარმაცევტული ბაზრის ბოლო მოკვლევის შედეგები უნდა იყოს პრევენციული და პრეცედენტული სხვა, მათ შორის არაფარმაცევტული კომპანიებისთვის.ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას, იმ მოკვლევის შედეგების კომენტარისას განაცხადა, რომელიც სააგენტომ გუშინ გაავრცელა. კერძოდ, სააგენტომ ფარმაცევტული პროდუქციის 4 იმპორტიორი კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560 000 ლარით დააჯარიმა. ეს კომპანიებია: „გლობალ ცბს“, „კონცეპტ ფარმა“, „რიჩ გრუპი“ და „გეა“. დარღვევა, რომელსაც მათ კონკურენციის სააგენტო ედავება (კერძოდ კი ჭარბი ფასნამატი), 2021-2023 წლებს, ანუ იმ პერიოდს მოიცავს, როცა 7 მედიკამენტზე რეფერენტული ფასები არ მოქმედებდა. დღეს რეფერენტული ფასები ამოქმედებულია და, შესაბამისად, ამ მედიკამენტების ღირებულებაც შემცირებულია.კონკურენციის სააგენტოს დასკვნის თანახმად, მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება და შეიძლება მიანიშნებდეს ფასის ხელოვნურ ზრდას. კერძოდ, ძვირადღირებული საჩუქრები (მათ შორის, ოქროს სამკაულები); კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე სტუმრების მოწვევა; არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა მხარეებთან შეხვედრები; ევროპასა და საქართველოში კონფერენციების და მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები; კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ხარჯები; ჯარიმებისა და კანონით გათვალისწინებული სანქციების ხარჯები; პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა.ირაკლი ლექვინაძემ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ ამ ხარჯებს შორის იყო ასევე მენეჯმენტისთვის და მენეჯმენტთან დაკავშირებული პირებისთვის გადახდილი, არაბუნებრივად მაღალი ხელფასები. დღეს, რეფერენტული ფასების მოქმედების პირობებში კი, მისი თქმით, დაწესებულია ფასნამატის ჭერი, რის გამოც ფასწარმოქმნის პროცესში ზემოთ დასახელებული ხარჯების შეტანა პრაქტიკულად გამორიცხულია. ამასთან, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და წინა ქეისიც, რომლის ფარგლებშიც უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ, პრეცედენტულია და პრევენციულია, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს იმ მედიკამენტებზე, რომლებიც ამ ეტაპზე რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემაში არ არიან მოქცეულები.„რეფერენტული ფასი დაახლოებით 7 ათას მედიკამენტზეა დაწესებული, ჯამში ჩვენ გვაქვს 11 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტი. ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტრო ვართ აქტიურ კოორდინაციაში და იმედი მაქვს, რომ სადაც იქნება მსგავსი პრობლემატიკა, იქაც გვექნება შესაბამისი რეაგირებები,“ - აღნიშნა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა.მისივე თქმით, სააგენტოს რეკომენდაცია, რომელიც ამ მოკვლევის ფარგლებში გაიცა, არის ის, რომ ნებისმიერმა კომპანიამ, იქნება ის ფარმაცევტულ თუ სხვა სექტორში, თუ მას ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა ანუ 40%-ზე მეტი გააჩნია, ფასწარმოქმნისას გაითვალისწინოს ის მეთოდიკა და მიდგომა ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, რაც ამ ქეისშია აღწერილი.

ევროპული ფარმაცევტული კომპანიები ემზადებიან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმის ძალაში შესვლისთვის, რომელიც ევროკავშირიდან შტატების ბაზარზე იმპორტირებულ წამლებზე საბაჟო გადასახადის 250%-მდე ზრდას ითვალისწინებს.ტრამპის განცხადებით, ევროპიდან წამლების ექსპორტზე ახალი გადასახადები დაახლოებით მომავალი კვირიდან ამოქმედდება. ამ განცხადებამ მიმდინარე კვირაში ფარმაცევტული კომპანიების აქციების ვარდნა გამოიწვია. ოთხშაბათს Stoxx Health Care-ის ინდექსი 2,8%-ით დაეცა, რაც აპრილის შუა პერიოდის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია.ინვესტორები ტრამპის გეგმებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აპრილიდან მოყოლებული არიან შეშფოთებულები, როცა შტატების პრეზიდენტმა პირველად გამოაცხადა მკაცრი გადასახადების შემოღებისთვის მზადების შესახებ ბევრი ქვეყნისა და დარგისთვის. თუმცა მაშინ არა 250, არამედ 25%-იან ტარიფებზე საუბრობდა. მაშინ მან ასევე განაცხადა, რომ აპირებდა წამლების ევროპელ მწარმოებლებზე ზეწოლის გაზრდას, რათა ისინი იძულებულნი გამხდარიყვნენ, თავიანთი წარმოებები აშშ-ში გადაეტანათ.რამდენიმე დღის წინ კი ტრამპმა ეს მუქარა გაიმეორა და უკვე გაცილებით მაღალი პროცენტები დაასახელა. CNBC-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ თავდაპირველად ფარმაცევტულ პრეპარატებზე დაწესდება მცირე ტარიფი, ერთი წლის შემდეგ - მაქსიმუმ კი წელიწადნახევრის შემდეგ - 150 პროცენტით გაიზრდება, რასაც 250%-იანი ზრდა მოყვება.„ჩვენ გვსურს, რომ ფარმაცევტული პრეპარატები ჩვენს ქვეყანაში იწარმოებოდეს,“ - განაცხადა ტრამპმა. რამდენიმე ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ აპირებს ტრამპის მოთხოვნის შესრულებას. მაგალითად, ბრიტანულმა AstraZeneca-მ გამოაცხადა, რომ აშშ-ის ბაზარზე 50 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა Roche-მ და Novartis-მა ასევე განაცხადეს, რომ ამერიკაში წამლების წარმოებაში აქტიურ ინვესტირებას გეგმავენ.
ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის მაჩვენებელი წლიურ ჭრილში გაიზარდა, ბოლო თვეებში კი ზრდა არ ყოფილა
„200-მა ადამიანმა, სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლის შემდეგ, სამჯერ შემცირებული დოზა მოითხოვა. რა მიზეზით იწერებოდა ასეთ მომხმარებელზე სამჯერ დიდი დოზის ნარკოტიკი?"
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
მინისტრი: რეფორმამდე, ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაციას. მსგავსი პრაქტიკა რადიკალურად შეიცვალა
ერთ წელიწადში კერძო სამედიცინო დაზღვევის მოქმედი პოლისების რაოდენობა 31 ათასით გაიზარდა - 6 თვის სტატისტიკა