ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს იმ მედიკამენტების ფასების მონაცემებს, რომლებთან დაკავშირებითაც კონკურენციის სააგენტომ დღეს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და 4 იმპორტიორი კომპანია ნახევარ მილიონ ლარზე მეტი თანხით დააჯარიმა. 

ეს კომპანიებია: „გლობალ ცბს“, „კონცეპტ ფარმა“, „რიჩ გრუპი“ და „გეა“. დარღვევა, რომელსაც მათ კონკურენციის სააგენტო ედავება (კერძოდ კი ჭარბი ფასნამატი), 2021-2023 წლებს, ანუ იმ პერიოდს მოიცავს, როცა დასახელებულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები არ მოქმედებდა. დღეს რეფერენტული ფასები ამოქმედებულია და, შესაბამისად, ამ მედიკამენტების ღირებულებაც  შემცირებულია.

როგორი იყო ფასები იმ პერიოდში, რომელიც კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა და როგორ შეიცვალა ისინი რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ - გრაფიკულ მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს: 

მედიკამენტი

 2023 წლის ფასი

ფასნამატი იმპორტთან შედარებით

(2023 წელი)

დღევანდელი ფასები

 

ოფლაბ-ოზი

34.58

3 000%-ზე მეტი

12.53

ჰაიზინი

15.72

3 000%-ზე მეტი

7.36

იორილი-10

23.81

2 400%-ზე მეტი

6.84 

ფლოქსაზოლი

43.38

1 700%-ზე მეტი

12.53

ზინასენი

45.3

600%-ზე მეტი

16.58

ბისეპტოლი

10.2 

200%-ზე მეტი

2.83