2025 წლის 1 სექტემბერს ევროკავშირმა აკრძალა ნივთიერება, TPO-ს გამოყენება, რომელიც, როგორც წესი, ფრჩხილების გელის ლაქების შემადგენლობაში გვხვდება. ესაა ნივთიერება, რომელიც მანიკურს აკრძალული ულტრა-პრიალა ბზინვარებას ანიჭებს და სწრაფად შრება ულტრაიისფერი ან LED ნათურის ქვეშ. თუმცა, ევროკავშირმა ის ტოქსიკურად მიიჩნია მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ოქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემები და უარყოფითად იმოქმედოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

გელის ლაქი, რომელმაც პოპულარობა 2000-იანი წლებიდან მოიპოვა, შრება ულტრაიისფერი ან LED ნათურის ქვეშ, რაც იწვევს მყარ, გამძლე მანიკურს. ტრადიციული ლაქებისგან განსხვავებით, გელები ქმნის ხანგრძლივ, ბზინვარე შედეგს, რომელიც მდგრადია აქერცვლის მიმართ, ზოგჯერ კვირების განმავლობაშიც კი. თუმცა ყველა გელის ლაქი არ შეიცავს TPO-ს.

„ევროკავშირი მას სიფრთხილის გამო კრძალავს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გვაქვს ადამიანებზე ჩატარებული მასშტაბური კვლევები, რომლებიც ზიანს ავლენს, პოტენციური რისკები საკმარისია უფრო მკაცრი რეგულაციის გასამართლებლად. სამედიცინო თვალსაზრისით, მე ამას უფრო სიფრთხილის ზომად აღვიქვამ, ვიდრე ადამიანებზე ზემოქმედების დამაჯერებელ მტკიცებულებებზე რეაგირებად,“ – განაცხადა ექიმმა ჰანა კოპელმანმა.

აკრძალვამდე TPO მხოლოდ პროფესიული გამოყენებისთვის იყო ხელმისაწვდომი, მაქსიმალური კონცენტრაციით 5%. თუმცა, მისი შემცველი პროდუქტების გაყიდვა, მარკეტინგი და გამოყენება ახლა სრულიად აიკრძალება. ფრჩხილის სალონებს არსებული მარაგის გადაყრა მოუწევთ.


მათ ამოსაცნობად, უნდა შეამოწმოთ ინგრედიენტების სია შეფუთვაზე ან ვებგვერდზე. 
თუ აწერია: Trimethylbenzoyl Diphenylphosphine Oxide — შეიცავს TPO-ს.

თუ აწერია: Ethyl Trimethylbenzoyl Phenylphosphinate ან TPO-L — არ შეიცავს TPO-ს და არის უსაფრთხო ალტერნატივა.

ასევე მოძებნეთ ლეიბლები: "TPO-free", "HEMA-free", "Hypoallergenic" — ეს ხშირად მიუთითებს უსაფრთხო ალტერნატივებზე.