პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდა, ახსნან COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატების წარმატება. მისი თქმით, ბევრი ამ პრეპარატებს „სასწაულად“ მიიჩნევს, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა, ზოგი კი მათ ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) არათანმიმდევრული მონაცემების გამო გააკრიტიკეს და მოითხოვს, რომ კომპანიებმა დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ კვლევის შედეგები როგორც CDC-სთვის, ასევე საზოგადოებისთვის. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან პირადად ნახა Pfizer-ის და სხვა მწარმოებლების „შესანიშნავი“ მონაცემები, მაგრამ ამბობს, რომ ისინი შედეგებს საზოგადოებას არ უზიარებენ.

„ისინი მაჩვენებენ შესანიშნავ ციფრებსა და შედეგებს, მაგრამ სხვებს არ აჩვენებენ. მსურს, ეს მონაცემები ახლავე გადაეცეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და საზოგადოებას და ეს არეულობა, ასე თუ ისე, გაირკვეს“, - თქვა ტრამპმა.

გამჭვირვალობისკენ ტრამპის მოწოდება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თეთრმა სახლმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი სიუზან მონარესი, მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ის COVID ვაქცინების დამტკიცებასთან დაკავშირებით ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების დირექტორ რობერტ ფ. კენედი უმცროსთან კონფლიქტში შევიდა.

აღნიშნული მოწოდების პასუხად, ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა გამოაქ ვეყნა 200-ზე მეტი პრესრელიზისა და განცხადების კრებული, ასევე 27 რეცენზირებული მონაცემთა პუბლიკაცია, რომელსაც ის 2020 წლიდან ასაჯაროვებდა.

„პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება გამჭვირვალობისკენ მისასალმებელია და ჩვენ კვლავ ვრჩებით ამ პრინციპის ერთგულნი“, - განაცხადა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

Pfizer-ი აცხადებს, რომ  Operation Warp Speed ​​ნობელის პრემიას იმსახურებს.

ცნობისთვის: Operation Warp Speed (OWS) – ეს იყო აშშ-ში შექმნილი, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომლის მიზანიც იყო COVID‑19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სწრაფი შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების უზრუნველყოფა 2020–2021 წლებში.