საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.

მონიტორინგის ფარგლებში, ბაზრის შეფასება მოხდება კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი პარამეტრებით, როგორიცაა: ბაზრის მოცულობა, მოქმედი კომპანიები, კონცენტრაციის ინდექსი, საბაზრო წილები/დინამიკა და შესაბამისად დომინანტურ მდგომარეობაზე მსჯელობა მისი დადასტურების ან გამორიცხვის მიმართულებით. ასევე, ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასდება კონკურენტული გარემო სხვა დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებითაც.

სააგენტოს მიერ აქამდე განხორციელებული ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის და 2 მოკვლევის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი სააგენტოს მიერ ბოლო წლებში ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ფასები 26%-ით გაიზარდა.

ბაზრის მონიტორინგის პროცესი  ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება. შუალედური შედეგები პერიოდულად დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდება.