დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში 24 სადაზღვევო ბროკერია რეგისტრირებული.


მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევაა.

ზედამხედველობის სამსახურის 2024 წლის მონაცემებით, ბროკერების საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სადაზღვევო პრემიები 92 430 571 ლარს შეადგენდა, (წინა წელს ეს მაჩვენებელი 78 024 432 ლარი იყო). საკომისიოების ჯამურმა თანხამ კი  12 151 121 მილიონი ლარი შეადგინა (წინა წელს 10 019 769 ლარი იყო ). 


საბროკერო კომპანიების განმარტებით, ბროკერის საქმიანობის უპირატესობა მომხმარებლისთვის ისაა, რომ მათ ეზოგებათ დრო, რადგან არ უწევთ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიასთან საუბარი, კონტრაქტების კითხვა, მათი წინადადებების შედარება, რაც დიდ დროსა და შრომას მოითხოვს. ამასთან, თავად დაზღვეული საბროკერო მომსახურებაში თანხას არ იხდის.