გასულ წელს საქართველოში თვითმკვლელობით სიცოცხლე 150-მა ადამიანმა დაასრულა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ამ მიზეზით გარდაცვლილთა შორის 129 კაცია, 21 კი ქალი.
წინა, 2024 წელს ეს რაოდენობა 160 იყო, რაც 100 ათას მოსახლეზე 4,3-ია. 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი უკვე 3,8-მდე იყო შემცირებული. 2023 წელს ქვეყანაში თვითმკვლელობის 207 ფაქტი დაფიქსირდა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში თვითმკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა, როცა სუიციდის 261 ფაქტი მოხდა. მათგან 223 კაცი იყო, 38 კი ქალი.





