ამ­ჟა­მად გრი­პის ვირუ­სის 3 სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტი ცირ­კუ­ლი­რებს. ყვე­ლა­ზე მეტი - 65% არის ე.წ. ჰონგ-კონ­გის გრი­პი. თვე­ზე მე­ტია გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია იმ ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თა­ვენ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენტს. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი ძა­ლი­ან ბევრ შემ­თხვე­ვა­ში ფილ­ტვის ან­თე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, ივა­ნე ჩხა­­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ქვე­ყა­ნა­ში გრი­პი გა­ცი­ლე­ბით ადრე გახ­და დო­მი­ნან­ტუ­რი ვირუ­სი.

"რა სტა­ტის­ტი­კა­საც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გვაძ­ლევს, აჩ­ვე­ნებს, რომ ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში გრი­პი დო­მი­ნან­ტუ­რია - 65% არის გრი­პი, კონ­კრე­ტუ­ლად A გრი­პი და მისი ერთ-ერთი ფორ­მა H3N2 ტი­პის ვირუსს, რო­მე­ლიც ე.წ. ჰონგ-კონ­გის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. ქვე­ყა­ნა­ში ამ­ჟა­მად გრი­პის ვირუ­სის სამი სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტი ცირ­კუ­ლი­რებს: ყვე­ლა­ზე მეტი 65% H3N2 არის, ე.წ. ჰონგ-კონ­გის გრი­პი, მე­ო­რე H1N1 ანუ ე.წ. ღო­რის გრი­პი, 1% არის „ბე“ გრი­პი. სა­მი­ვე ტი­პის ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კომ­პო­ნენ­ტი შე­დი­ო­და იმ ვაქ­ცი­ნა­ში, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში იყო და 4 კომ­პო­ნენტს შე­ი­ცავ­და. ამ მხრივ სრუ­ლი თან­ხვედ­რაა.

გა­სულ წელს გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის ასე­თი სი­ჭარ­ბე თე­ბერ­ვალ­ში და­ფიქ­სირ­და, ახლა გრი­პი გა­ცი­ლე­ბით ადრე გახ­და დო­მი­ნან­ტუ­რი ვირუ­სი, ეს ად­რე­უ­ლი გავ­რცე­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ფიქ­სირ­დე­ბა. მი­ზე­ზი არის ე.წ. ჰონგ-კონ­გის ვირუ­სი, რო­მელ­მაც ივ­ნი­სის თვე­ში გა­ნი­ცა­და მუ­ტა­ცი­ე­ბი, რა­მაც მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა იო­ლად გა­დამ­დე­ბი ყო­ფი­ლი­ყო.

გრი­პი გახ­ლავთ ვირუ­სი, რომ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტუ­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს რის­კის ჯგუ­ფე­ბის­თვის. რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა და­ი­წყოს ან­ტი­ვირუ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა. პირ­ვე­ლი 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს კლი­ნი­კას, თვე­ზე მე­ტია გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია იმ ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თა­ვენ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენტს. რეს­პი­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტი ქვე­ყა­ნა­ში ერ­თა­დერ­თი დე­პარ­ტა­მენ­ტია, რო­მე­ლიც მარ­თავს სა­სუნ­თქი გზე­ბის მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვებს. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი ძა­ლი­ან ბევრ შემ­თხვე­ვა­ში არის გრი­პის ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბა ფილ­ტვის ან­თე­ბის სა­ხით.

მინ­და ვთხო­ვო 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს: ნუ და­ე­ლო­დე­ბით მა­ღა­ლი სი­ცხის 3-4 დღი­ან პე­რი­ოდს. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ღა­ლია, ბავ­შვს ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი აქვს, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, სახ­სრე­ბის და საკ­ვებ­ზე უარს ამ­ბობს, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნეთ ოჯა­ხის ექი­მი და მან გა­და­წყვი­ტოს, რამ­დე­ნად სა­ჭი­რო­ებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას და ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტის და­წყე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ.