2024 წელს საქართველოს მოსახლეობამ ჯანდაცვაზე თითქმის 154 მილიონი ლარი დახარჯა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 142,5 მილიონი იყო. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასულ წელს ჯანდაცვაზე ქალაქის მოსახლეობამ 96.7 მილიონი ლარი დახარჯა, სოფლად კი 57 მილიონი.  

შედარებისთვის:  2023 წელს ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 89.7 მილიონი და 52.8 მილიონი იყო.

ამასთან, ერთი შინამეურნეობის თვიური ხარჯი ამ მიმართულებით ქალაქად 133.1 ლარი იყო, სოფლად კი 134 ლარი.

ერთ სულზე ჯამურად ქალაქად და სოფლად ჯანდაცვის ხარჯი 41.5 ლარს შეადგენს. წინა წელს ეს მაჩვენებელი 38.4 ლარი იყო.