დედაქალაქის ბიუჯეტიდან სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებზე 601 712 500 ლარი დაიხარჯება, რაც რაც 2025 წელთან შედარებით, 67 859 100 ლარით მეტია.


სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები ბიუჯეტის 27%-ს შეადგენს.

თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დღეს დაამტკიცა.
დოკუმენტის განხილვამდე საკრებულოს წევრებს სიტყვით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმართა და გასული წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო, ხოლო ბიუჯეტის მთავარი პარამეტრები თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ წარადგინა.


მისი თქმით, დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით.


ჯანდაცვასთან ერთად, მომავალ წელს პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურაც, რომელზეც 572 920 000 ლარია გათვალისწინებული  და იგი 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობის 26%-ს შეადგენს.