2025 წლის მესამე კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალური მომოსახურების საქმიანობებზე 10,4% (868.2 მლნ ლარი) მოდის. გასული წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 5.1 % (709.4) იყო. 

საქსტატის მონაცემებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1 პროცენტი), განათლება (20.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (14.7 პროცენტი), გართობა და დასვენება და სხვა.

2025 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 27 980.9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა.