ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ავთანდილ ჯორბენაძისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა ავთანდილ ჯორბენაძის განსაკუთრებული როლი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ავთანდილ ჯორბენაძემ რთულ პერიოდში ჩაიბარა სისტემა და გაატარა არაერთი ფუნდამენტური რეფორმა, რომლებმაც დადებითი და გრძელვადიანი შედეგები მოიტანა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმს, სახელმწიფოებრივ ხედვასა და იმ მემკვიდრეობას, რომელიც დღემდე მნიშვნელოვან საფუძვლად რჩება ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის.ღონისძიებას სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, დარგის სპეციალისტები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.





