2026 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რთული ქცევის მქონე მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიზნით ახალი პროგრამა აამოქმედა.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 7-18 წლის ასაკის ბავშვები და მოზარდები, რომელთა მდგომარეობა არ ექვემდებარება შშმ სტატუსის მინიჭებას, თუმცა ფსიქო-სოციალური პრობლემები უარყოფითად აისახება მათ და მათი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე.

ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ქვეპროგრამით განსაზღვრული დიაგნოზის მქონე იდენტიფიცირებული ბავშვის/მოზარდის პოზიტიური სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, უნარების განვითარებასა და თვითშეფასების ამაღლებას.

ქვეპროგრამის ბენეფიციარად განისაზღვრა: 1. მოქალაქე, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით. 2. რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები; 3. მინდობით აღზრდაში/სააღმზრდელო დაწესებულებაში/თავშესაფარში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება; ქვეპროგრამა განხორციელდება სოციალური ვაუჩერის საშუალებით. ქვეპროგრამის ფარგლებში ერთდროულად გაიცემა 3 თვის ვაუჩერი, ხოლო საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს 6 თვის და არაუმეტეს მოზარდის 18 წლის მიღწევის თვის ჩათვლით.