2025 წელს საქართველომ უცხოეთში 1 765 ტონამდე, 127 538 000 მლნ დოლარის ღირებულების მედიკამენტების ექსპორტი განახორციელა.  წინა წელთან შედარებით ორივე მიმართულებით კლებაა: 2024-ში დაფასოებული სამკურნალოლ საშუალებების ექსპორტი 129 519 700 მლნ დოლარსა და 1826 ტონას შეადგენდა. 


საგარეო ვაჭრობის პორტალზე განთავსებული მონაცემების თანახმად, საექსპორტო ბაზრებს შორის ყველაზე დიდი უზბეკეთია, სადაც 2025 წელს საქართველოდან 64 362 100 დოლარის ღირებულების მედიკამენტები გავიდა - წინა წელს ეს მონაცემი  70 297 400 დოლარი იყო.

მეორეა აზერბაიჯანი, რომელშიც საქართველოდან 29 871 600 დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა - 2024-ში ეს მონაცემი 27 206 900 დოლარს შეადგენდა.

პირველი ორი პოზიციისგან განსხვავებით, მატებაა სომხეთის შემთხვევაში, სადაც საქართველოდან 2025 წელს 12 818 800 დოლარის შირებულების მედიკამენტები შევიდა -  წინა წელს ამ ქვეყანაში საქართველომ 11 798 100 დოლარის მედიკამენტები გაიტანა.