ამერიკულმა მულტინაციონალურმა ფარმაცევტულმა კომპანია „მერკმა“ განაცხადა, რომ სტრატეგიული ინვესტიციების გზით ძლიერი ზრდის მიღწევას გეგმავს.
2021 წლიდან 11.5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციით, „მერკი“ მიზნად ისახავს საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ისეთ პერსპექტიულ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, პერსონალიზებული მედიცინა და ნახევარგამტარული ტექნოლოგიები.
სამეცნიერო და ტექნოლოგიურმა კომპანია Merck-მა საკუთარი გეგმების შესახებ გერმანიის ქალაქ დარმშტადტში განაცხადა. მისი თქმით, კომპანია, მაღალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პორტფელისა და სტრატეგიული ინვესტიციების მეშვეობით ზრდას ისახავს მიზნად. 2025 წლის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, კომპანიამ დაახლოებით 5.3 მილიარდი ევროს გაყიდვებს მიაღწია, რაც 5.2%-იან ზრდას წარმოადგენს.
ზრდის მთავარი საფუძველია ისეთ სფეროებზე აქცენტი, როგორიცაა იშვიათი დაავადებები და ნახევარგამტარული გადაწყვეტილებები - სექტორები, რომლებიც კომპანიის მომავალი ზრდის 80%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, კომპანია დააჩქარებს მუშაობას ხელოვნურ ინტელექტზე, ნახევარგამტარულ ტექნოლოგიებსა და პერსონალიზებულ მკურნალობაზე, ამავდროულად ზრდის ბიოლოგიური წარმოების შესაძლებლობებს.
კომპანია ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზია-წყნარ ოკეანეში.
Merck-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბელენ გარიხომ, ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა:
„ჩვენ ძლიერად ვართ ორიენტირებულნი ზრდაზე. სტრატეგიული შესყიდვებისა და ინვესტიციების დაბალანსებული კომბინაციის წყალობით, ჩვენ წამყვან პოზიციას ვიკავებთ ძირითად ბაზრებზე. ჩვენი ინვესტიციებითა და მყარი ფინანსური სტრუქტურით ჩვენ გავაგრძელებთ გრძელვადიანი ღირებულების შექმნას.“





