ახალი სახელმწიფო საავადმყოფოს აშენება სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესია. ამასთან, უნდა გამოიძებნოს სწორი გზა, რათა დაცული იყოს კოლექტივის ინტერესებიც.
ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„ჩვენთვის მთავარია, გამოვნახოთ საუკეთესო გადაწყვეტის გზა. ერთის მხრივ, კლინიკის არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. უმჯობესია, რომ თვისებრივად გაუმჯობესდეს რესპუბლიკური საადავმყოფოს ინფრასტრუქტურა, ეს არის ერთი მთავარი ამოცანა. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ გულისხმიერად უნდა მივუდგეთ იმ ინტერესს, რომელიც აქვს რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს. აქ რაღაცნაირი ბალანსი უნდა გამოიძებნოს. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ ღია საუბრისთვის ყველაფერთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ორი ინტერესია, რაც უნდა დაბალანსდეს. ეს არის ახალი საავადმყოფოს აშენების ინტერესი, რაც არის ზოგადად ჩვენი სახელმწიფო ინტერესი, საზოგადოების ინტერესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მდგომარეობა დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ არის არის კარგი, ინფრასტრუქტურა არ არის კარგი. შესაბამისად, განახლება არის აუცილებელი. ამასთან ერთად, მაქსიმალურად სწორი გზა უნდა გამოვძებნოთ იმისთვის, რომ კოლექტივის ინტერესებიც იყოს დაცული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 19:00 საათზე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა რესპუბლიკური კლინიკის პერსონალთან და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.