მსოფლიო ბანკის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში საუკეთესოდ დასახელდა. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დაჯილდოება 8 მაისს, შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) 24-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც GCCA-ის თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა. ნომინაციაში - კერძო ინვესტიციების, სამუშაო ადგილებისა და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდისთვის მდგრადი კონკურენტული პროცესის მხარდაჭერა - გაიმარჯვა GCCA-ის ქეისმა, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მონიტორინგის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შედეგად განხორციელებულ რეფორმებს, შეთანხმებული ქმედებების გამოვლენის გადაწყვეტილებებს ეხებოდა.კერძოდ, GCCA-ის მიერ ფარმაციის ბაზარზე 13 რეკომენდაცია გაიცა, რის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესაბამისად ქვეყანაში დაინერგა ელექტრონული რეცეპტის სისტემა, ამოქმედდა GMP და GDP სტანდარტი, დაინერგა რეფერენტული ფასი 7000-მდე მედიკამენტზე, შედეგად რიგ მედიკამენტებზე ფასები შემცირდა და პაციენტებმა მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთება შეძლეს. 2023 წელს კი GCCA-ს მიერ 4 ფარმაცევტული კომპანია 53 მლნ. ლარით დაჯარიმდა - სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენის მიზნით გამოცხადებულ კონკურსებში იდენტური ფასწარმოქმნის დაწესების გამო.
2024 წელს ევროკავშირიდან ფარმაცევტული პროდუქტებისა და წამლების ექსპორტი 13,5%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით და 313,4 მილიარდი ევრო შეადგინა. იმპორტმა კი მხოლოდ 0,5%-იანი ზრდა აჩვენა და 119,7 მილიარდი ევროთი განისაზღვრა. შესაბამისად, 2024 წელს ევროკავშირის სავაჭრო ბალანსმა წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის მიმართულებით 193,6 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.ევროკავშირის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან გერმანია (67,9 მილიარდი ევრო), ირლანდია (56,6 მილიარდი ევრო) და ბელგია (41,4 მილიარდი ევრო).რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას, ესაა აშშ (38%), შვეიცარია (16,4%) და დიდი ბრიტანეთი (5,8%).იგივე ჩამონათვალია იმპორტის კუთხითაც.
29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრენ. PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.„Good Distribution Practice“ – „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე.EBA ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ ბიზნესებს საქართველოში და პროაქტიულად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის ღია და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას.ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 100-ზე მეტი წევრ კომპანიას, მათ შორის არიან სხვადასხვა სექტორის მსხვილი კომპანიები, როგორიცაა საბანკო საქმე, აუდიტი, მედიცინა, ფარმაცია, დაზღვევა, ტურიზმი, სტუმართ-მასპინძლობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ა.შ., ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს.ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა და ასოციაციის მმართველმა გუნდმა დაათვალიერეს PSP ფარმას საწყობი. PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა, მამუკა ბრეგვაძემ სტუმრებს გააცნო საწყობის სტრუქტურა, მედიკამენტების და პარაფარმაცევტული პროდუქტების მიღება, დახარისხება, დასაწყობება, შეკვეთის ფორმირება, კონტროლი და გაცემის პროცესების მართვის სისტემები და პრინციპები; ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დანერგილ ციფრულ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციები, საწყობის GDP სტანდარტის შესაბამისად მოწყობისა და მართვის მეთოდები.PSP-ს ადმინისტრაციული დირექტორის მოადგილემ გიორგი გლუნჩაძემ სტუმრებს მოკლედ კომპანიის 30 წლიანი ისტორია და მიღწევები გააცნო.სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საერთაშორისო სტანდარტით მოწყობას, საწყობის ციფრულ და ტექნოლოგიურ აღჭურვას. ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ჯონ ბრაეკეველდტმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროპული სტანდარტების და ღირებულებების დანერგვა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, მომხმარებლებისთვის, რადგან ამ საწყობის დათვალიერებით ჩვენ დავრწმუნდით, რომ მომხმარებელი უსაფრთხო პროდუქტს იღებს.“უკვე 30 წელია, PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე ზრუნვა და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. ამის უზრუნველსაყოფად, მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზემეორედ წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის კვლავ მინიჭება.

წონის კლების ინექციები მსოფლიოს იპყრობს - სპეციალისტები კი ამ ტენდენციის გვერდით, საშიშ მოვლენებზე საუბრობენ.თემაზე თურქული გამოცემა medimagazin.com წერს და აღნიშნავს, რომ ამ მეთოდმა პოპულარობა სოციალური ქსელებისა და ცნობილი ადამიანების დამსახურებით მოიპოვა, თუმცა უკონტროლო გამოყენების შედეგად ეს ინექციები სერიოზული გვერდითი ეფექტების მაჩვენებლით პირველ ადგილზე გავიდა. ამ გვერდით მოვლენებს შორისაა კუნთოვანი მასის დაკარგვა სახეზე, ხელებსა და ფეხებზე, ასევე სახის „ჩამოშლა.“თუმცა საფრთხე ამით არ შემოიფარგლება. ექსპერტები ამბობენ, რომ წონის კლების ინექციების უკონტროლო გამოყენება გზას უხსნის ისეთ სერიოზულ პრობლემებს, როგორებიცაა გულის რითმის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, კუჭის ტკივილი, კუნთების ატროფია და სხვა. ამ პრეპარატების სპეციალისტის ზედამხედველობის გარეშე გამოყენება უკავშირდება ისეთ რისკებს, როგორიცაა შაქრის დისბალანში სისხლში და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციების გაუარესება. ენდოკრინოლოგის, პროფესორ ელა კესკინის თქმით, წონის კლების ინექციების უკონტროლო გამოყენება იწვევს „ჩამოკიდებული“ სახის ფორმას, რომელსაც უკვე ეწოდა „ოზემპიკის სახე.“„ამ ინექციებმა შესაძლოა, გამოიწვიოს კუნთების უეცარი დაშლა, შაქრის დაბალი დონე სისხლში და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები,“ - განაცხადა სპეციალისტმა. ასევე არსებობს რისკი, რომ ინექციებს შეუძლია გულის რითმის სიხშირის გაზრდა და არითმიის გამოწვევა.კარდიოლოგის, პროფესორ ფათიჰ მეჰმეთის განცხადებით, წონაში კლების ინექციების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს წნევის კლება და გულის შეკუმშვების სიხშირის გაზრდა. ამიტომ ექსპერტების მოწოდებაა, აიკრძალოს ამ ინექციების რეცეპტის გარეშე გაყიდვა. მათი თქმით, ამჟამად აღნიშნულ მედიკამენტებს ხშირად სხეულის წონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე, შეუსაბამო დოზებით, უკონტროლოდ იღებენ. ამან კი, შესაძლოა, გააუარესოს პაციენტის როგორც ვიზუალური მხარე, ისე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ოზემპიკი“ საქართველოშიც პოპულარული მედიკამენტია. იმ შემთხვევაში, თუ მას პაციენტი აფთიაქის საშუალებით შეუკვეთავს, რეცეპტის ქონა აუცილებელია, თუმცა „შავ ბაზარზე“ მისი შოვნა თავისუფლად, რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი. პრეპარატის ღირებულება 450 ლარამდეა.
ავადობის კლება, ჰოსპიტალიზაციის შემცირება - სპეციალისტები დაანონსებულ რეფორმას აფასებენ
„ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით საქართველოში ბრწყინვალე ექიმები არიან და მათი შრომა დაფასებას საჭიროებს"
ჯანდაცვის მინისტრი The Max Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორ შეხვდა
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მოლდოვის სოციალური დაზღვევის ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა
წლის ბოლომდე ქვეყანაში დამატებით რამდენიმე ასეული ფსიქიატრიული საწოლი შეიქმნება