წინა წელთან შედარებით, 2024 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითქმის უცვლელი დარჩა და 74.9 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.3 წელი. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. 


კერძოდ, მისი ინფორმაციით, 2023 წელს კაცების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 70,6 წელი იყო, ქალების - 79,3.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 3 704 500-ს შეადგენს, აქედან 1 780,6 კაცია, 1 923,9 კი კაცი. 

სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა არის მაჩვენებელი, რომელიც აღნიშნავს ადამიანის მომავალი სიცოცხლის პროგნოზირებად მაჩვენებელს და რომელშიც გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვალების დონე მომავალში ისეთივე იქნება, როგორიც განსახილველ წელსაა. ამ მონაცემში იგულისხმება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ადამიანის დაბადებისას.

კაცებსა და ქალებს შორის სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის განსხვავება კი მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტორებით არ არის გამოწვეული და გარკვეულწილად ქცევით ხასიათს ატარებს, რადგან მაღალია კაცების სიკვდილის რისკი საწარმოო ხასიათის ტრავმებისგან, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლიზმი და ავტოსაგზაო შემთხვევები.

იმ ქვეყნებში,  სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია (იაპონია, შვეიცარია და სხვ.), 21-ე საუკუნის ბოლოსთვის გაეროს სპეციალისტები სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდას 93-94 წლამდე ვარაუდობენ.