ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი კეთილდღეობის პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებსაც," - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.