საქსტატის მონაცემებით, რომელიც 2023 წელს ეხება, საქართველოს მასშტაბით ატმოსფერულ ჰაერში შემცირებულია ისეთი ძირითადი მავნე ნივთიერებები, როგორიცაა გოგირდის დიოქსიდი (SO2), რომელიც წელიწადში 4,4 ტონის დონეზე დაფიქსირდა, წინა წელს 5,5 ტონა იყო, 2021-ში 5,9.


აზოტის ოქსიდების (NOX) შემთხვევაში მაჩვენებელი მცირედით მომატებულია: 2023 წელი - 18,6 ტ/წელი; 2022 - 18,6 ტ/წელი, 2021 - 18,3. 


ამიაკი (NH3): 2023 წელი - 31,7, 2022 - 33,0, 2021 - 34,7.
ნახშირბადის მონოოქსიდი (CO): 2023 -85,6, 2022 - 85,2, 2021 - 86,5.
მტვრის ნაწილაკები (TSP): 2023 - 20,5, 2022- 20,8, 2021 - 20,7.
მყარი ნაწილაკები (PM10): 2023 - 11,6, 2022 - 11,9, 2021 - 12,5.

გოგირდის დიოქსიდი არის უსუნო და მავნე გაზი, რომელიც წარმოიქმნება ძირითადად ნახშირბადიანი საწვავის (ნახშირის, ნავთობის) წვისას და სხვა ინდუსტრიული პროცესების დროს. ის უკავშირდება ავტომობილების მოხმარებასაც.


გოგირდის დიოქსიდი ჰაერში მაღალი კონცენტრაციით ძალიან მავნეა როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კერძოდ, იზრდება სასუნთქი სისტემებისა და გულის დაავადებების რისკი.

აზოტის ოქსიდები არის მაღალი ტოქსიკურობის მქონე გაზები, რომლებიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას. მათი მთავარი წყაროები ავტომობილები, ინდუსტრიული პროცესი და ენერგიის წარმოება.  მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: ასთმა, ბრონქიტი, ჰიპერტენზია, გულის დაავადებები და სხვა. 


ამიაკის ჭარბი გამოყენების მთავარი სამიზნე კი სასუნთქი სისტემებია, ისევე როგორც მტვრის ნაწილაკების შემთხვევაში.