ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Sanofi ბიოტექნოლოგიურ ფირმას Vicebio-ს 1,15 მილიარდ დოლარად ყიდულობს. გარიგება ფრანგულ გიგანტს რესპირატორული დაავადებების ვაქცინების პორტფელის გაფართოების საშუალებას მისცემს.
შეძენის შემდეგ Sanofi-ს ასორტიმენტს Vicebio-ს ვაქცინის კანდიდატი დაემატება, რომელიც რესპირატორულ-სინსიტიალური და მეტაპნევმოვირუსისკენაა მიმართული.
მოსალოდნელია, რომ გარიგება საბოლოოდ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება.
Sanofi-მ ასევე მიიღო ტექნოლოგია Molecular Clamp, რომელიც სრულად თხევადი, კომბინირებული ვაქცინების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ასეთი ვაქცინების შენახვა გაციების სტანდარტულ ტემპერატურაში იქნება დასაშვები და, შესაბამისად, მათი გაყინვა ან სუბლიმირებული გაშრობა საჭირო აღარ გახდება.
აღნიშნული ბრიტანული კომპანია Sanofi-ს ბოლო შენაძენი გახდა. ახლახანს მან დაასრულა 9,5-მილიარდიანი გარიგება ამერიკულ კომპანია Blueprint Medicines Corporation-თან.
Sanofi-მ განაცხადა, რომ შენაძენი მის წლიურ პროგნოზზე გავლენას არ მოახდენს.