12 მარტს თირკმლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
საქართველოში მოქმედებს დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლით გათვალისწინებული ყველა სერვისი სრულად ფინანსდება.
2025 წლის მონაცემებით, 47 750 000 ლარით დაფინანსდა 3 880 პაციენტი; ჩატარდა თირკმლის 48 ტრანსპლანტაცია.
დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მართავს. პროგრამის მიზანია თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება
2026 წლის სლოგანია: „ჯანმრთელი თირკმელი ყველას- ადამიანებზე ზრუნვითა და პლანეტის დაცვით“.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე





