იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე ამერიკის ვიზის გამოყენებას შტატებში მშობიარობის მიზნით გადაწყვეტს, მას ვიზის გაცემაზე უარს ეტყვიან.
აღნიშნულის შესახებ გაფრთხილებას ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება შეიცავს. შეგახსენებთ, რომ არსებული კანონმდებლობით, ბავშვი, რომელიც ამერიკაში დაიბადება, მისი მშობლების მოქალაქეობის მიუხედავად, აშშ-ს მოქალაქეები ხდებიან.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
"დაუშვებელია თქვენი ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის, იმ მიზნით, რომ თქვენს შვილს აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭოს. საკონსულო ოფიცრები უარს განაცხადებენ ვიზის გაცემაზე, თუ მათ ექნებათ ეჭვის საფუძველი, რომ ეს არის თქვენი გამგზავრების მიზანი."