ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ეგიდით, 2024 წლიდან ეროვნული სკრინინგ ცენტრი ამიერკავკასიის რეგიონში ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმართულებით სპეციალისტების გადამზადების ჰაბი გახდა.
ეროვნულ სკრინინგ ცენტრს სპეციალისტების პირველი ნაკადი ტაჯიკეთიდან სტუმრობს, რომლებიც ცენტრის რადიოლოგურ სამსახურში გაივლიან ტრენინგს. ტრენინგის ძირითადი მიზანია სკრინინგ ცენტრში დანერგილი მიდგომებით სამედიცინო პერსონალის გადამზადება და მათი შესაბამისი ცოდნით აღჭურვა. კერძოდ, ძუძუს კიბოს სკრინინგის ძირითადი რადიოლოგიური ასპექტების გაცნობა, მამოგრამების წაკითხვაში დახელოვნება და პროცედურის პრაქტიკული შესწავლა. გრძელვადიანი სასწავლო კურსის მიზანია სკრინინგ ცენტრის რადიოლოგიური სამსახურის მუშაობის შესწავლა სერვისის ხარისხიანი და უსაფრთხო განხორციელებისთვის.
ტაჯიკი რადიოლოგი და რადიოგრაფერი ადგილზე ეცნობიან ცენტრის მიღწევებს. ტრენინგის მონაწილე სპეციალისტებს ჩაუტარდებათ ორი კურსი, რომელსაც უხელმძღვანელებს რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ჩარკვიანი, რადიოლოგებისა და პროფესიონალთა გუნდთან ერთად. ტრენინგის მიზანია, გადამზადების შედეგად მიღებული ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით სპეციალისტებმა თავიანთ ქვეყნებში აამოქმედონ და განახორციელონ ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს რეგიონის სხვა ქვეყნებისა და ევროპელი კოლეგების ვიზიტებს საქართველოში, საქართველოში ძუძუს სკრინინგის პროგრამის მიმდინარეობისა და სპეციფიკის გასაცნობად
ეროვნული სკრინინგ ცენტრი ძუძუს რადიოლოგიური მიმართულების სწავლების რეგიონული ჰაბი გახდა

PSP-ს კიდევ ერთი განსაკუთრებული სიახლე ქართველ მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის - ამერიკული კომპანია “შუგაბიარპროს” (SugarBearPro) -ს ვიტამინები თქვენი თმის, კანის, ფრჩხილის ჯანმრთელობის, ძილის ხარისხის გაუმჯობესების, იმუნიტეტის გაძლიერების, ქალის ჯანმრთელობისა და ენერგიის მოსამატებლად.“შუგაბიარპრო” ამერიკული კომპანიაა, რომელმაც სახელი გაითქვა ინოვაციური, გემრიელი და მარტივად მისაღები ვიტამინების წარმოებით. ბრენდის მისიაა, ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელმისაწვდომი და სასიამოვნო გახადოს თანამედროვე მომხმარებლისთვის. 2015 წლიდან აწარმოებს პროდუქტებს FDA-ის რეგულაციებისა და GMP სტანდარტების სრული დაცვით.პროდუქტები დამზადებულია ბუნებრივი, ჰიპოალერგიული და ვეგანური ფორმულებით, არ ტესტირდება ცხოველებზე (cruelty-free), არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, გლუტენს, სოიოსა და რძის პროდუქტებს, აქვს შესანიშნავი გემო და უზრუნველყოფს მომხმარებლის ჯანმრთელობას და სილამაზეს.იდეა შეექმნათ ვიტამინები გემრიელი, საღეჭი ფორმით, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს უფრო მარტივსა და მიმზიდველს გახდიდა საფუძვლად დაედო კომპანიის პირველი პროდუქტის - ცისფერი დათუნიას ფორმის საღეჭ ვიტამინებს თმისთვის, რომლის ინოვაციურმა ფორმატმა და სასიამოვნო გემომ პროდუქტს სწრაფად მოუტანასაერთაშორისო აღიარება. კომპანია აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვით პროექტებში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებადი შეფუთვის გამოყენებას.„შუგაბიარპროს“ ძალისხმევა, ყველასთვის მარტივი გახადოს ჯანსაღი ცხოვრების ხელშწყობა, PSP-ს მთავარ საზრუნავს პირდაპირ ეხმიანება, მომხმარებლის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა 30 წელზე მეტია PSP-ეს მთავარი პრიორიტეტია“- აცხადებენ PSP-ში.
კომპანია AstraZeneca-მ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის აშშ-ის სამრეწველო სიმძლავრეებში 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის განცხადების თანახმად, ინვესტიცია გულისხმობს არსებული სამრეწველო მოედნების გაფართოებას, მათ შორის მერილენდსა და მასაჩუსეტში, ასევე ვირჯინიაში ახალი ქარხნის მშენებლობას.AstraZeneca-ს თქმით, ამ ეტაპზე მისი ამონაგების 42% სწორედ შტატებზე მოდის და აღნიშნული ინვესტიციის შედეგად, ამ წილის 50%-მდე გაზრდას გეგმავს. AstraZeneca, რომელიც ვაქცინებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების (Tagrisso და Imfinzi) წარმოებითაა ცნობილი, ახლა კარდიომეტაბოლური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებითაა დაინტერესებული. ამის სტიმული გახდა მედიკამენტ GLP-1-ის პოპულარობის ზრდა.შტატების ბაზარზე მილიარდობით დოლარის ინვესტირების სტრატეგიას ფარმაცევტული დარგი იყენებს იმისთვის, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კეთილგანწყობა მოიპოვოს. ინდუსტრია ამას იმის იმედით აკეთებს, რომ თავს აარიდებს უცხოეთში წარმოებული მედიკამენტების კომპონენტების იმპორტზე მკაცრ გადასახადებს. მანამდე ინვესტიციების გეგმების შესახებ განაცხადეს Johnson & Johnson-მა, რომელიც 55 მილიარდი დოლარის ჩადებაზე საუბრობს, და Eli Lilly-მ 50-მილიარდიანი გეგმასთან დაკავშირებით. ტრამპის განცხადების თანახმად, ფარმაცევტული სექტორისთვის ახალი ტარიფები 1 აგვისტოდან დაწესდება. სექტორის წარმომადგენლებმა მას მეტი დროის მიცემა სთხოვეს, რაზეც შტატების პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ტარიფები შესაძლოა, ეტაპობრივად დაწესდეს იმის მიხედვით, კომპანიები როგორ გადაიტანენ თავიანთ წარმოებებს შტატებში.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან უცხოეთში 60 მილიონი დოლარის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 53,5 მილიონ დოლარს შეადგენდა (ზრდა 12.2%). წინასწარ მაჩვენებლებს საქსტატი ავრცელებს. რაც შეეხება იმპორტს, იგივე პერიოდში ქვეყანაში 337 958 მილიონი დოლარის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა, რაც 19 მილიონი დოლარით (6%) მეტია წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემზე. ამასთან, კლებაა თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი სამკურნალო საშუალებების მიმართულებით: დასახელებულ პერიოდში მეზობელი ქვეყნიდან 79, 4 მილიონი დოლარის ღირებულების, 2, 2 ათასი ტონა მედიკამენტი შემოვიდა, შარშანდელი წლის იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 96, 402 მილიონი და 2 581 ტონა იყო. ზოგადად კი, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 934.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 234.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 13.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 699.3 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 12.4 პროცენტით).

კიდევ ერთი სიახლე PSP-სგან - ქართველ მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია საკვები დანამატების ფრანგული ხარისხის ახალი სტანდარტი სილამაზესა და ჯანმრთელობაში, პრემიუმ ბრენდის „ლაბორატორია გრანიოს“ (Granions Laboratoir) პროდუქტები.„ლაბორატორია გრანიოს“ უკვე 75 წელია წამყვანი ბრენდია მიკროელემენტებისა და საკვები დანამატების სფეროში. ის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც ოლიგოთერაპიის კონცეფცია დანერგა ფარმაცევტულ ბაზარზე და დღესაც ლიდერია ამ მიმართულებაში.კომპანია ჰიპოალერგიული მაღალი ხარისხის და ბიოშეღწევადობის ინგრედიენტებით აწარმოებს ბუნებრივ და კლინიკურად დადასტურებულ პროდუქტებს: ვიტამინები, მინერალები, ოლიგოელემენტები, ზღვის კოლაგენის შემცველი საკვები დანამატები, სილამაზის, გაახალგაზრდავების და კანის მოვლის პროდუქები და სხვ.ზღვის კოლაგენის უნიკალური ბიოქიმიური შემადგენლობა და მრავალმხრივი სასარგებლო თვისებები ხელს უწყობს თმის, კანის, ფრჩხილის, სახსრების და ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას; დერმატოლოგიური ხაზი განკუთვნილია როგორც მგრძნობიარე კანის, ასევე ატიპოიური ეგზემის და აკნეს სამკურნალოდ.„PSP მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ინოვაციებსა და თანამედროვე მედიცინის სიახლეებს, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვას გაუმარტივებს. მეცნიერებაზე დაფუძნებული ინოვაციური ფორმულებით ბუნებრივ ინგრედიენტებზე შექმნილი პროდუქტების ეფექტურობა დადასტურებული კლინიკურად და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების GMP და ISO სერტიფიკატებით, საერთაშორისო ჯილდოებით და მსოფლიოს მრავალი ქვეყენის მომხმარებელთა ნდობით.ფრანგული ხარისხის და 75 წლიანი გამოცდილების „ლაბორატორია გრანიოს“ პროდუქცია საშუალებას გვაძლევს ჩვენ მომხმარებლებს გავაცნოთ ახალი სტანდარტი სილამაზესა და ჯანმრთელობაში“- აცხადებენ PSP-ში.
Sanofi ბიოტექნოლოგიურ კომპანია Vicebio-ს 1,15 მილიარდ დოლარად ყიდულობს
AstraZeneca აშშ-ში 50 მილიარდ დოლარს ჩადებს - ინდუსტრია ტრამპის გულის მოგებას ცდილობს
დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო
საკურორტო ზონებში ინტოქსიკაციის შემთხვევები გახშირდა - ექიმების რჩევები მშობლებს
მიხეილ სარჯველაძე ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა