2026 წლის აპრილში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები, წინა თვესთან შედარებით, 1.1 პროცენტით გაიზარდა.  
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მისი მონაცემებით, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით ფასები 4.9 პროცენტითაა გაზრდილი. კერძოდ, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ჯგუფში ფასები 7,3 %-თაა მომატებული, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 2,8%-ით, ხოლო საავადმყოფოების მომსახურებაზე 1,4%-ით.