ამინდი არის ფაქტორი. რეაქცია — ბიოლოგია. ადაპტაცია — ჩვენი სტრატეგია.
ეს პროგნოზი წარმოადგენს კლიმატურ-ფიზიოლოგიური ადაპტაციის ანალიტიკურ მიმოხილვას, რომელიც ეფუძნება მიმდინარე მეტეოპარამეტრებისა და ბიომეტეოროლოგიური ინდექსების შეფასებას. იგი არ ცვლის ექიმის კონსულტაციას, თუმცა საშუალებას იძლევა წინასწარ შეფასდეს გარემო პირობების შესაძლო გავლენა ადამიანის ორგანიზმზე.
ბიოკლიმატური შეფასება
გავლენა ორგანიზმის ძირითად სისტემებზე
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ტენიანი და შედარებით გრილი დასაწყისი იწვევს პერიფერიული ვაზოკონსტრიქციის (სისხლძარღვების შევიწროება) პერიოდულ აქტივაციას. 6 მაისს კონტრასტული დღეა — შესაძლებელია წნევის რეაქტიულობა.
ნერვული სისტემა ღრუბლიანობა ამცირებს დოფამინერგულ აქტივობას — ამიტომ კვირის დასაწყისში უფრო ხშირია აპათია. 8 მაისიდან ფსიქოემოციური ფონიც უმჯობესდება.
სუნთქვის სისტემა
ტენიანი ჰაერი და მიკრონაწილაკები ქმნის ლორწოვანი გარსის დატვირთვას. ქარის დღეებში ეს ეფექტი ნაწილობრივ მცირდება.
ძილი და აღდგენა
ყველაზე არასტაბილური ძილი — 4–6 მაისს. 8–10 მაისი საუკეთესო პერიოდია ღრმა აღდგენისთვის.
კვება
ეს კვირა არ არის დეტოქსის ან მძიმე დიეტების დრო — საჭიროა „მეტაბოლური სტაბილიზაცია“.

✔ ამ კვირაში დაამატეთ:
• თბილი ბოსტნეულის სუპები (განსაკუთრებით 4–6 მაისს)
• ფერმენტირებული რძის პროდუქტები (მიკრობიომის სტაბილიზაციისთვის
• მწარე მწვანილი (რუკოლა, მწვანე ხახვი — ნაღვლის დინამიკისთვის)
• მცირე რაოდენობით რთული ნახშირწყლები საღამოს (ძილისთვის)
✔ სასარგებლო დამატება (ამ კვირისთვის):
• სელის თესლი — ტენიანობის ფონზე ლორწოვანი გარსის მხარდაჭერა
• ლიმონიანი თბილი წყალი დილით —ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის აქტივაციისთვის
რა არ არის სასურველი:
• ცივი საკვები და სასმელი (განსაკუთრებით დილით)
•მაღალი ცილოვანი დატვირთვა
• „მშრალი“ დიეტები
სითხეები
ტენიან ამინდში ადამიანები ხშირად ცდებიან და ნაკლებ წყალს სვამენ, მაგრამ ორგანიზმს მაინც სჭირდება ჰიდრატაცია.
ამ კვირაში უკეთ მუშაობს:

• თბილი წყალი მცირე ყლუპებით
• ციტრუსი + მინერალური წყალი (ელექტროლიტური ბალანსი)
• გვირილას ან მელისას ნაყენი საღამოს
• გაზგაშვებული მინერალური წყალი (200-300 მლ) — ქარიან დღეებში
ნაკლებად ეფექტურია:
• ყავა ცარიელ კუჭზე
• ცივი გაზიანი სასმელები
ვიტამინები და მინერალები
ეს კვირა მოითხოვს არა „იმუნიტეტს“, არამედ ნერვულ-ვეგეტატიური ბალანსის მხარდაჭერას.
აქცენტი:
• მაგნიუმი + B6 — ნერვული სტაბილიზაცია
• ომეგა-3 — ანთებითი ფონზე რეგულაცია
• ვიტამინი C მცირე დოზით (არა მაღალი)
• კალიუმი საკვებიდან (ბანანი, მწვანილი)
ნაკლებად აქტუალური ამ კვირაში:
• მაღალი დოზის D3
• აგრესიული იმუნოსტიმულატორები
ველნეს პროცედურები
ამ კვირაში ორი ფაზაა და პროცედურებიც უნდა შეიცვალოს:

4–6 მაისი (სტაბილიზაცია):
• თბილი აბაზანები (არა ცხელი)
• ლიმფოდრენაჟი მსუბუქი ფორმით
• სუნთქვითი პრაქტიკები
• არომათერაპია (ლავანდა, ბერგამოტი)
8–10 მაისი (აქტივაცია):
• მასაჟი (უფრო აქტიური)
• საუნა მოკლე სესიებით
• მსუბუქი სპორტული აღდგენა
• კონტრასტული შხაპი (მოკლე)
რა არ არის კარგი ამ კვირაში:
• ინტენსიური დეტოქს პროგრამები
• ხანგრძლივი გადახურება (საუნა/ჰამამი) კვირის დასაწყისში
ფიზიკური აქტივობა
✔ 4–6 მაისი:
• სეირნობა
• გაჭიმვა
• სუნთქვითი ვარჯიშები
✔ 8–10 მაისი:
• სწრაფი სიარული
• მსუბუქი კარდიო
• იოგა / პილატესი
შეზღუდვები
• მოერიდეთ გადაღლას ნესტიან ამინდში
• გააკონტროლეთ ძილი — ეს არის მთავარი ფაქტორი ამ კვირაში
• მეტეომგრძნობიარე პირებმა ყურადღება მიაქციონ 6 მაისს
კვირის ველნეს ფოკუსი
ეს კვირა არის “გადართვის ფაზა” ორგანიზმისთვის:
პირველ ნახევარში — შეკავება და სტაბილიზაცია,
მეორე ნახევარში — გააქტიურება.
თუ ამ ლოგიკას არ დაიცავთ და თავიდანვე გადატვირთავთ თავს —
მეტეორეაქცია გაძლიერდება.
ავტორი: მიხეილ ქოჩიაშვილი, ექიმი, საერთაშორისო ველნეს ექსპერტი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, შინაგან დაავადებათა კოლეგიის საპატიო წევრი





