ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ ექიმებს, იაშვილის კლინიკის ჰეატოლოგ ციალა ჩინჩალაძეს და ინფექციური საავადმყოფოს შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ხელმძღვანელს მანანა ღვაბერიძეს 8 მარტი მიულოცა.

მიხეილ სარჯველაძემ, ექიმებს, ქვეყნისა და პაციენტებისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი წვლილი სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.