სამხრეთ დანიისა და ჰელსინკის უნივერსიტეტების მკვლევრებმა 6 ათასამდე ტყუპი დისა და ძმის ჯანრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, რათა დაედგინათ ტატუს გავლენა ორგანიზმზე.

Science Daily-ს ინფორმაციით, ეს მეთოდი გენეტიკური განსხვავებულობის ფაქტორის მინიმალიზების მიზნით შეირჩა. შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტატუების მქონე ადამიანებს შორის კანის კიბოს რისკი 1,62-ჯერ მეტია, ვიდრე ადამიანებში, რომლებსაც ტატუ არ აქვთ გაკეთებული. 


მკვლევრებმა ასევე შეისწავლეს ურთიერთკავშირი ტატუს ზომასა და კიბოს რისკს შორის და დაადგინეს, რომ ადამიანებში, რომლებსაც ხელის მტევანზე დიდი ფართობის ტატუები აქვთ, კანის სიმსივნის რისკი 2,37-ჯერ, ხოლო ლიმფომის რისკი 2,73-ჯერ იზრდება იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც ტატუ არასდროს გაუკეთებიათ. 

მკვლევრები ამბობენ, რომ ტატუს მელნის მცირე ნაწილაკები შესაძლოა მოხვდეს სისხლში და ლიმფურ კვანძებშიც კი დაგროვდეს. სწორედ ეს ზრდის კიბოს რისკის განვითარების რისკს გრძელვადიან პერსპექტივაში . ამასთან, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მელნის ფერს კიბოს განვითარების კუთხით, მნიშვნელობა არ აქვს.

კონკრეტული დასკვნების მიღების მიუხედავად, მეცნიერები ამბობენ, რომ აუცილებელია უფრო მასშტაბური კვლევები ამ მიმართულებით.