NDI-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგებით, უმრავლესობის აზრით , დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს. NDI-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგებით, უმრავლესობის აზრით , დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს. კითხვაზე, „თქვენი აზრით, რამდენად პრობლემატურია, თუ საერთოდ პრობლემატურია, ჩვენს საზოგადოებაში მენტალური ჯანმრთელობის ისეთი დარღვევები როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა?“, 83% პასუხობს, რომ პრობლემატურია, 8% ამბობს, რომ არ არის პრობლემატური, ხოლო ასევე 8% ამბობს, რომ არ იცის.
ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა. იმ 12 პროცენტიდან, ვისაც უფიქრია სპეციალისტისთვის მიემართა, ნახევარი ასეც მოიქცა. ხოლო მათ, ვინც არ მიმართეს, შემდეგი მიზეზები დაასახელეს: არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსები, ან არ ჰქონდათ ამის საჭიროება.
თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ არ იცის ვის მიმართოს, თუკი მათ ან მათი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება დასჭირდებათ.
უმრავლესობის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც უნდა ფარავდეს.
მოქალაქეთა 90%-ის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც უნდა ფარავდეს - NDI

გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი „თანამემამულე“ კონკურენტის CureVac-ის შეძენას გეგმავს. გარიგების ღირებულებად 1,25 მილიარდი დოლარი სახელდება. BioNTech-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული გარიგების მიზანია კიბოს მკურნალობის mRNA-ზე დაფუძნებულ მეთოდებზე მუშაობის გაფართოება.გარიგება, რომელიც უკვე შეფასდა გარდამტეხ მომენტად გერმანიის ბიოტექნოლოგიურ სფეროში, გააერთიანებს ორ კომპანიას, რომლებიც ბევრი წლის განმავლობაში ერთმანეთს პირდაპირ კონკურენციას უწევენ COVID-19-ის ვაქცინებით დაწყებული, კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების კვლევით დასრულებული.BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პროფესორმა უღურ შაჰინმა განაცხადა: „ეს შენაძენი ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი ინვესტიციაა ონკოლოგიური მედიცინის მომავალში.“CureVac-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდერ ზენდერმა კი განაცხადა: „უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ორივე კომპანია მსგავს მიზნებს ისახავდა და ხშირად სხვადასხვა პერსპექტივიდან უდგებოდა არსებულ გამოწვევებს. ამ გარიგებით ვცდილობთ გავაერთიანოთ mRNA-ს სფეროში არსებული სამეცნიერო გამოცდილება, ტექნოლოგიები და საწარმოო შესაძლებლობები ერთი ქოლგის ქვეშ.“COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ mRNA ტექნოლოგია ბევრი მეცნიერი განიხილავს როგორც სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის პერსპექტიულ მეთოდს.2020 წელს, BioNTech-მა ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ამერიკულ კომპანია Pfizer-თან თანამშრომლობით, ძალიან მოკლე დროში შეიმუშავა COVID-19-ის ყველაზე გაყიდვადი ვაქცინა.2020 წლის გაზაფხულზე, როცა პანდემია დაიწყო, CureVac ასევე განიხილებოდა, როგორც არანაკლებ პერსპექტიული ვაქცინის შემქმნელი. იმ დროს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, აშშ-ის მთავრობაც კი განიხილავდა კომპანიის შესყიდვას, რათა უზრუნველეყო mRNA ტექნოლოგიაზე წვდომა პანდემიის კონტროლისთვის.თუმცა, 2020 წლის მაისში, საქმეში გერმანიის მთავრობა ჩაერია და CureVac-ის 23%-იანი წილი 300 მილიონ ევროდ შეიძინა. მიუხედავად ფინანსური მხარდაჭერისა, CureVac-ს COVID-19-ის ვაქცინა ბაზარზე არასდროს გამოუტანია.CureVac-ის შეძენა BioNTech-ისთვის რამდენიმე კვირაში უკვე მეორე მნიშვნელოვანი გარიგებაა. 2 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ BioNTech-მა და ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Bristol Myers Squibb-მა (BMS) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებში შეიძლება გაიცეს 11.1 მილიარდ დოლარამდე თანხა BioNTech-ის კიბოს წამლის ერთობლივი განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის.
PSP-ს აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება, რაც გულისხმობს მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შვეიცარიული კომპანიის „მიკროლაიფის“ უზუსტესი წნევის საზომი აპარატებით დიაგნოსტიკას.„მიკროლაიფის“ მოწყობილობების სიზუსტე, სანდოობა და ინოვაციური ტექნოლოგიები, საშუალებას იძლევა, აღმოვაჩინოთ სხვა დარღვევები და დროულად მივმართოთ ექიმს.ტონომეტრების მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი: მაჯის და მხრის, ავტომატური და ნახევრადავტომატური, PC კავშირით და სხვ. მარტივი და მოსახერხებელია სახლის პირობებში გამოყენებისთვისაც. ასე მაგ., AFIBტექნოლოგია გაზომვისას ამოიცნობს არითმიის რისკს. ამ უნიკალური ტექნოლოგიის გამო, ითვლება "Microlife” ინსულტის პრევენციის პირველ ნაბიჯად.მარტივი და კომფორტული ინტერფეისი, Touch ეკრანები და დიდი ციფრები – შესაფერისია ყველა ასაკისთვის, მათ შორის უფროსი თაობისთვის. ტონომეტრი ავტომატურად აკეთებს სამ გაზომვას და აჩვენებს საშუალო მნიშვნელობას, რაც ამცირებს ცდომილებას.ზოგ მოდელში ინტეგრირებული Bluetooth საშუალებას იძლევა მომხმარებელმა მარტივად გადაიტანოს მონაცემები მობილურში და/ან გაუზიაროს ექიმს. ყველა მოდელი ტესტირებულია კლინიკურად (ESH, BHS, MAM ) და გამოირჩევა მაღალი სიზუსტით როგორც ექიმებისთვის, ასევე საოჯახო გამოყენებისთვის.მონიტორინგის შედეგად არითმიის რისკის აღმოჩენისას, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს გადაეცემა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგის კონსულტაციის 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, ივლისის ბოლომდე სარგებლობისთვის.მონიტორინგის დღეები იწყება თბილისში, 17 ივნისს პეკინის N14-ში მდებარე PSP აფთიაქში და გავრცელდება სხვადასხვა უბანში, ასევე ეტაპობრივად ჩატარდება რეგიონებში. მომხმარებლებს განრიგის ნახვა შეუძლიათ PSP-ს ოფიციალურ გვერდებზე www.psp.ge და https://www.facebook.com/psp.ge„მიკროლაიფი“ (Microlife) მსოფლიო ლიდერია სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურის წარმოებაში. არტერიული წნევის მონიტორების, ციფრული თერმომეტრების და ნებულაიზერების შვეიცარიული ხარისხი და სიზუსტე, განაპირობებს ამ აპარატურის მიმართ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექიმებისმაღალ ნდობას.
შესაძლებელია ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მედიკამენტების უფრო ფართოდ ხელმისაწვდომობას - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბულგარეთში ყოფნისას განაცხადა, სადაც საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა.“საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვან რეფორმათა ეტაპი, განსაკუთრებით კი პირველადი ჯანდაცვის სფეროში, რომელიც ჩვენი მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. პირველადი ჯანდაცვა გვესახება როგორც სისტემის ბირთვი – სადაც იწყება და უნდა სრულდებოდეს პაციენტის ეფექტური მართვა. რეფორმის მიზანია ყოვლისმომცველი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის. ამ პროცესში ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და ფასეულია უნგრეთის გამოცდილების გაზიარება – როგორ ხდება ოჯახის ექიმების გაძლიერება, როგორ ხდება სერვისების ინტეგრაცია და ეფექტური მენეჯმენტი პირველადი ჯანდაცვის დონეზე. გარდა ამისა, საქართველოსთვის საინტერესოა უნგრეთის გამოცდილება ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებაში. ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში ხორციელდება ნაბიჯები მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა და ფასების რეგულირების მიმართულებით. ამასთანავე, გვინდა გამოვხატოთ ინტერესი უნგრული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ქართული ბაზრით დაინტერესების მიმართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მედიკამენტების უფრო ფართოდ ხელმისაწვდომობას” - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.მისი განმარტებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა სოციალური დაცვის სისტემა კიდევ უფრო მეტად იყოს მორგებული მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს. “განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, რაც ხორციელდება შშმ პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) პრინციპების შესაბამისად. სამინისტრო ავითარებს რა ინკლუზიურ და თანამონაწილეობრივ პოლიტიკას და გვსურს უნგრელ პარტნიორებთან თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების მიმართულებით. ჩვენთვის საინტერესოა ორმხრივი თანამშრომლობა შრომითი მიგრაციისა და წრიული მიგრაციის საკითხებზე. სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, განიხილოს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები უნგრეთთან შრომითი მიგრაციის მართვის მიმართულებით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით. კანონიერად და კარგად მართულ მიგრაციას აქვს პოტენციალი, შეამციროს თავშესაფრის მოთხოვნების ზრდის რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყოს მაღალკვალიფიციური კადრების განვითარების პროცესს,”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

28 მაისს PSP-ს ადმინისტრაციულ დირექტორს მამუკა ბრეგვაძეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ კორპორატიული წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.(EUGBC) არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც 2006 წელს ბრიუსელში ქართული და ევროპული კომპანიების მიერ დაარსდა. საბჭოს ძირითად მიზნები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციებისმოცულობის ზრდის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა და ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციაა.EUGBC-ის წევრი კომპანიები სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენენ; როგორიცაა ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ფარმაცევტული, სადაზღვევო, საბანკო სექტორი, ტურიზმი, პროფესიული საკონსულტაციო მომსახურება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. ამჟამად, საბჭო 120-ზემეტ კომპანიას აერთიანებს.„EUGBC-ის ამოცანაა, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეშვეობით, ხელი შევუწყოთ წევრების საინტერესო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და გავუწიოთ დახმარება პარტნიორების მოძიებაში.ამასთან, PSP-სთან თანამშრომლობით, ჩვენ ვგეგმავთ წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში ფარმაცევტული წარმოების საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაში და მხარდაჭერა გაუწიოთ PSP-ს, როგორც მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანიის პოპლარიზაციას, მათ შორის, ახალ საექსპორტო ბაზრებზე შესვლის მიმართულებით“- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.”ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კომპანიებისთვის მრავალმხრივი მხარდაჭერის, როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის განვითარების, ასევეინვესტიციების მოზიდვის, ევროპული გამოცდილების გაზიარებით საკანონმდებლო ცვლილებებთან გამკლავებასა და ახალ ბაზრებზე წვდომაში.EUGBC ასოციაციის წევრობა კარგი შესაძლებლობაა თითოეული კომპანიისთვის ბიზნეს ფორუმებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა სექტორში საქმიან პარტნიორებთან ქსელურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის ლოჯისტიკის, კონსალტინგისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სფეროებში“-განაცხადა მამუკა ბრეგვაძემ.EUGBC-სთვის PSP-ს წევრობა გაამდიდრებს ასოციაციის სექტორულ მრავალფეროვნებას და გააძლიერებს მის ხმას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ინოვაციების მიმართულებით. ეს პარტნიორობა აფართოებს ასოციაციისშესაძლებლობებს და ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჯანდაცვის სტანდარტების დაახლოებას. შედეგად, თანამშრომლობა აერთიანებს როგორც კომპანიის ბიზნეს ინტერესებს, ისე ასოციაციის სტრატეგიულ მიზნებს.
გერმანიაში ექიმების დეფიციტია - შესაძლოა, უცხოელ სტუდენტებს სამედიცინო სასწავლებლის დასრულების შემდეგ ქვეყნის დატოვება აუკრძალონ
მიხეილ სარჯველაძე კარდიო-ონკოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მინისტრი ბენეფიციარებს შეხვდა
14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი რეგიონებში იმყოფებოდა