როგორ მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელია ჩვენი ოჯახის ექიმი ან სამედიცინო დაწესებულება, სადაც რეგისტრირებული ვართ და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა შეგვიძლია?

ამ მიზნით უნდა ეწვიოთ პორტალს: ambulatoria.moh.gov.ge, სადაც პირადი ნომრის მითითებით, შეგიძლიათ გაარკვიოთ, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ხართ რეგისტრირებული და ვინ არის თქვენი ოჯახის ექიმი.

გარდა ამისა, შეგიძლიათ რეგისტრაციის გაუქმება და სხვა სასურველ დაწესებულებაში გადასვლა. ამისთვის უნდა მიმართოთ  სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებული ხართ. 
სამედიცინო დაწესებულების შეცვლა შესაძლებელია პირველადი რეგისტრაციიდან ორი თვის გასვლის შემდგომ.
გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის, მოსარგებლეს შეუძლია დარეგისტრირდეს სურვილისამებრ შერჩეულ მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში. ამასთან, რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. პროგრამით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, რეგისტრირებული იყოს მხოლოდ ერთ კლინიკაში - გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში.
ამასთან, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად არ არსებობს რაიმე შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულების არჩევისას.