დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის (ICARS) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას სრულად ავტომატიზირებული სისხლის ანალიზატორი გადასცა, რაც ხელს შეუწყობს კლინიკაში სისხლის ნაკადის ინფექციების დროულად და ეფექტურად დიაგნოსტირებას და მართვას.
პროექტი ასევე, ითვალისწინებს ამ მიმართულებით სამედიცინო პერსონალის ცოდნის გაძლიერებას.
,,პროექტის შედეგად გაუმჯობესდება სისხლის ნაკადის ინფექციების მართვა, შემუშავდება სისხლის ნაკადის ინფექციებზე ზედამხედველობის ხელსაწყოები და პროტოკოლები, შემცირდება პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა, ლეტალობა და სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული დანახარჯები“ - განაცხადა ირაკლი ფურცელაძემ.
სისხლის ანალიზატორი შპს ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრსაც გადაეცა.