ლონდონის სამეფო კოლეჯის ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა ნატალი მაკდორმოთიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო ეპიდემია, შესაძლოა, საკმაოდ ახლოს იყოს.
მისი თქმით, COVID-19-ის გამო კარანტინის შემოღებიდან უკვე 4 წელი გავიდა და ადამიანებს სურთ ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება, თუმცა, მისივე განცხადებით, შემდეგი პანდემია შორს არაა და ის შესაძლოა 2, 20 წლის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. „ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს თავს მოდუნების უფლება,“ - განაცხადა მაკდორმოთმა.
„ჩვენ სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ და მზად უნდა ვიყოთ ახალი მსხვერპლთშეწირვისთვის,“ - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, შემდეგი პანდემიის პოტენციური მიზეზი კლიმატური კრიზისია.
„მსოფლიოში ტემპერატურის ზრდასთან ერთად ბევრი ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი, გახდება რეგიონი, სადაც შესაძლოა საშიში მწერები გამოჩნდნენ,“ - განაცხადა მაკდორმოთმა.
მეცნიერმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო თვეებში გაიზარდა იმ ვირუსების რაოდენობა, რომლებიც კოღოებსა და ტკიპებს გადააქვთ. ევროპაში დაფიქსირდა დენგეს ცხელების, ყირიმ-კონგოსა და სხვა საშიში ინფექციების შემთხვევები.