ორონავირუსის მსგავსი პანდემია შესაძლოა გამეორდეს, ამიტომ ქვეყნების ხელისუფლებებმა უნდა გააძლიერონ ეპიდემიოლოგიური კონტროლი. ამის შესახებ ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა.
მისი განცხადებით, ორგანიზაცია შეშფოთებულია მრავალ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კონტროლის შესუსტებით და აუცილებელია ამ მზადყოფნის გაძლიერება.
თავის გამოსვლაში კლუგემ დაუშვა, რომ შესაძლოა, გარკვეულ მომენტში მეორე პანდემია დაიწყოს, თუმცა ახლა მთავარია არა ის, როდის მოხდება ეს, არამედ ის, ამჯერად მზად ვართ თუ არა მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის.