ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაუკვეთა კვლევების მასშტაბური სისტემური მიმოხილვა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელოაბზე რადიოტალღების ზემოქმედებას უკავშირდება. შედეგები, რომლებიც ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ მობილური ტელეფონების გამოყენებასა და თავის ტვინის სიმსივნეს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. 


მიმოხილვამ 63 დაკვირვებითი კვლევა მოიცვა, რომლებიც 1994 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში ჩატარდა. მკვლევარებმა ვერ აღმოაჩინეს კორელაცია თავის ტვინის (ან თავისა და კისრის არეალის სხვა სახის) კიბოსა და მობილური მოწყობილობების მოხმარების სიხშირესა და ხანგრძლივობას შორის. 
შედეგად, კვლევამ დაადასტურა უსადენო ტექნოლოგიების სრული უსაფრთხოება. უნდა აღინიშნოს, რომ მობილური მოწყობილობებიდან გამოსხივებული რადიოტალღების დონე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დადგენილ სანიტარულ ნორმებს. 


ეს შედეგები არის იმის ახსნა, რატომ არ  იზრდება თავის ტვინის სიმსივნეების რაოდენობა ბოლო ათწლეულებში მიუხედავად იმისა, რომ უსადენო ტექნოლოგიების გამოყენება მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა.