ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Novartis-ი გეგმავს კომპანია MorphoSys-ის შეძენას, რომელიც კიბოს მკურნალობის მეთოდების შექმნაზეა სპეციალიზებული. გარიგების ღირებულებად 2,7 მილიარდი ევრო სახელდება. შედეგად, Novartis-ი თავის ფარმაცევტულ პორტფელს დაამატებს პელაბრესიბს, რომელიც კიბოს ყველაზე მძიმე ფორმების სამკურნალოდ გამოიყენება. საუბარია მიელოფიბროზზე (ძვლის ტვინის იშვიათი სიმსივნური დაავადება) და ლიმფური კვანძების კიბოზე.

ესაა ერთ-ერთი იმ გიგანტურ გარიგებებს შორის, რომლებიც მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზარზე ხორციდელდება.

დაგეგმილი გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ MorphoSys-ის აქციები 40%-ზე მეტად გაიზარდა.

Novartis-ისა და MorphoSys-ის ერთობლივი განცხადების თანახმად, Novartis-ი აქციონრებს ერთ აქციაში 68 ევროს შესთავაზებს. 


Novartis-მა, რომელმაც ბოლო პერიოდში ხარჯები შეამცირა და თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლა, გასულ წელს თავისი ფარმაცევტული განყოფილება Sandoz-ი დახურა. Novartis-ის განცხადებით, შერწყმის სტრატეგიის ჯამური ღირებულება 5 მილიარდ დოლარს მიაღწეევს.