FDA-მ პნევმონიის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა დაამტკიცა. 


საუბარია Capvaxive-ზე, რომელიც ზრდასრულ ადამიანებს პნევმოკოკური პნევმონიისგან და სხვა სერიოზული დაავადებებისგან იცავს. ეს დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 50 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის.

საინექციო პრეპარატი ბაქტერიის 22 შტამზეა მიმართული, რომლებიც ზრდასრულ ადამიანებში ინვაზიური პნევმოკოკური დაავადებების უმრავლესობას იწვევენ.

მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია Merck-ი აცხადებს, რომ ამ დაავადებებს ხშირად იწვევს შტამები, რომლებზეც არსებული ვაქცინები ვერ მოქმედებს. 


ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენელი უოლტერ ორენშტეინი აცხადებს, რომ ვაქცინა ეფექტიანია და ის სპეციალურადაა შექმნილი სპეციფიკური შტამებისთვის, რომლებიც უფროსი ასაკის ადამიანებში პნევმოკოკური ინფექციების უმეტესობის მიზეზია. სპეციალისტის თქმით, ვაქცინა ამ შტამებისგან დაცვის მძლავრი მექანიზმია და ამავდოულად, ინფიცირებულს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან იცავს. 


ვაქცინა შესაძლოა შტატებში ფართოდ ხელმისაწვდომი მალევე გახდეს. კვლევებმა აჩვენა, რომ მისი გამოყენება უსაფრთხოა, გვერდით მოვლენებს შორის კი სახელდება ტკივილი ინექციის ადგილას, დაღლილობა, თავისა და კუნთების ტკივილი.

კაპვაქსივის ერთი დოზის ღირებულება 287 დოლარია, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციის შემთხვევაში პაციენტების უმეტესობისთვის ის უფასო იქნება.