Medhub: კლინიკების მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა ხშირად სასამართლომდე მიდის
სამედიცინო სახარჯი
მასალების იმპორტიორი
კომპანიის Medhub-ის
ხელმძღვანელის, ოთარ
კლდიაშვილის ინფორმაციით,
სფეროში კლინიკებთან
თანამშრომლობის მთავარ
გამოწვევად ფინანსური
დისციპლინის ნაკლებობა
რჩება.როგორც ოთარ
კლდიაშვილი
"ბიზნესპარტნიორთან"
აღნიშნავს, დარგში ყველაზე
დიდი პრობლემა სამედიცინო
დაწესებულებების მხრიდან
ფინანსური ვალდებულებების
შეუსრულებლობაა, რაც
ხშირად სასამართლო
დავამდე მიდის.ამასთან,
კომპანიის ხელმძღვანელის
თქმით, კლინიკების
უმრავლესობა ცდილობს,
რამდენიმე თვის
პროდუქციის თანხა არ
გადაგიხადოს და თავად
დაიტოვოს."ძალიან რთული
სფეროა - კომპანია რომ
გაქვს და დისტრიბუციას
აკეთებ, ცხადია, პროდუქციის
გაყიდვა გიწევს, მერე
ზოგიერთი თანხას არ გიხდის.
ჩხუბი გიწევს, მაგალითად,
ერთ-ერთმა ჩვენმა
კონკურენტმა კომპანიამ
კლინიკას 300 000 ლარის
პროდუქცია მიუტანა, შემდეგ
კი თანხა არ გადაუხადა. რა
თქმა უნდა, სასამართლო
პროცესი გაიმართა და
აღნიშნულ კლინიკას თვეში 4
000 ლარის გადახდა დაეკისრა.
ამ შემთხვევაში კომპანიას
აკოტრებ. აღნიშნული
მიმართულებით ძალიან
სერიოზული პრობლემები
გვაქვს - ერთია პროდუქციის
გაყიდვა და მეორეა
აღნიშნული თანხის ამოღება.
კლინიკებთან ადრეც
გვქონდა მსგავსი
პრობლემები ახლა არ
დაწყებულა, შეიძლება
ითქვას, რომ აღნიშნული ხაზი
ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ
გამოწვევები მაინც
რჩება.გამოსავალს რაც
შეეხება - ამ ყველაფერს
კანონი უნდა
არეგულირებდეს, რომ
მსგავსი შედეგისგან უფრო
დაცული ვიყოთ. მაგალითად,
ხშირია შემთხვევები,
როდესაც ხსნიან კომპანიას,
გარკვეულ ვალს იღებენ,
შემდეგ აღნიშნულ
კომპანიას აკოტრებენ და
ისევ ახალს ობიექტს ხსნიან.
კომპანიის გახსნა ადვილი
არ უნდა იყოს", - აღნიშნავს
ოთარ კლდიაშვილი.ამასთან,
ოთარ კლდიაშვილი უშუალოდ
პროდუქციის გაყიდვები
შესახებაც საუბრობს და
ხაზს უსვამს, რომ Medhub-ის
გაყიდვები წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით დაახლოებით 10%-ით
გაიზარდა, რაც ქვეყანაში
სტაბილურ ბიზნესგარემოსა
და ახალი ბიზნესს
ობიექტების გახსნის
ტენდენციას
უკავშირდება."ქვეყანაში
აქტიურად იხსნება
სამედიცინო
დაწესებულებები,
სააფთიაქო ქსელები,
რესტორნები და
სასტუმროები. ობიექტების
მატება პირდაპირ აისახა
ჩვენი გაყიდვების ზრდაზეც.
ადგილობრივ ბაზარზე
პირბადეები, ქუდები,
ბახილები, წინსაფრები,
ერთჯერადი ვინილის და
პოლიეთილენის
ხელთათმანები შემოგვაქვს.
ნედლეულს რაც შეეხება,
ჩინელი პარტნიორები მყავს.
ვთანამშრომლობთ
გადამყიდველებთან,
კლინიკებთან, სააფთიაქო
ქსელების
წარმომადგენლებთან,
ნედლეულს კერძო ბიზნესებს
ვაწვდით (რესტორანი,
სასტუმროები, კვების
სწრაფი ობიექტები).
კლინიკების წილი მთლიანი
გაყიდვების 20%-ია, 40
გადამყიდველებს უჭირავს,
დანარჩენი რაოდენობა კი
კვების ობიექტებზე,
სასტუმროებზე მოდის.
მაგალითად, არც ერთი მაღალი
დონის რესტორანი შიშველი
ხელით არ მუშაობს,
არაჰიგიენურია,
შესაბამისად,
ხელთათმანები სჭირდებათ", -
აცხადებს ოთარ
კლდიაშვილი.სამედიცინო
სახარჯი მასალების
იმპორტიორი კომპანიის
ხელმძღვანელი რეგიონალური
ბაზრების კუთხით
გაფართოებაზეც საუბრობს
და აცხადებს, რომ აღნიშნული
მიმართულებით წინსვლა
რთული საკითხია, რადგან
მეზობელ ქვეყნებში,
მაგალითად, აზერბაიჯანსა
და სომხეთში სამედიცინო
სახარჯო მასალები უკვე
კონკრეტულ კომპანიებს
აქვთ "ოკუპირებული"
.სამედიცინო სახარჯი
მასალების იმპორტიორი
კომპანიის Medhub-ი ადგილობრივ
ბაზარზე 7 წელია ოპერირებს.
კომპანიის ოფისი და
საწყობი თბილისში
მდებარეობს, სამედიცინო
სფეროს ობიექტზე 10
თანამშრომელია
დასაქმებული.bp.ge