კლინიკაში, სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულდა-ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე შევძლოთ პაციენტების მიღება, - ამის შესახებ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ალექსანდრე მესხმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კლინიკის დაკომპლექტება მიმდინარეობს და ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის შეძლებს კლინიკა პაციენტების სრული დატვირთვით მიღებას.
„ჯერჯერობით არ ვართ ჩამოყალიბებულები, ვემზადებით, ვნახოთ. ამ ეტაპზე, კლინიკაში, სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულდა, დაკომპლექტება მიმდინარეობს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე შევძლოთ პაციენტების მიღება“,- აღნიშნა დირექტორმა.
ინფორმაციისთვის, „ინტერპრესნიუსს“ გასულ თვეს კლინიკაში განუცხადეს, რომ სამედიცინო დაწესებულება აგვისტოს მეორე ნახევრიდან იფუნქციონირებდა სრული დატვირთვით.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაცია