მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის იგივე თვესთან შედარებით ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასების 6.9 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. მიმდინარე წლის წინა თვესთან შედარებით კი კლება 0,5%-იანი იყო. 


ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნულია, რომ წლიურ ჭრილში ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.3 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.4 პროცენტი).

ზოგადად კი, 2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში ინფლაციის დონემ -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა.